Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბოკერია დაკავებულთა ‘დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ’ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ნოე.'12 / 15:55

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის მეთაურის გიორგი კალანდაძისა და მე–4 ბრიგადის ხელმძღვანელის ზურაბ შამათავას დაკავებას ახალი ხელისუფლების „პოლიტიკური ანგარიშსწორება“ უწოდა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს ოდნავ ბრალეულობა ახალი ხელისუფლების, ეს არის ყველა ამ პირის დაუყოვნებელი გათავისუფლება იმ პირობებში, როცა ისინი ყველანი მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ 7 ნოემბერს.

მისი თქმით, „სახეზეა ყველა ნიშანი პროკურატურის პოლიტიკური ამოცანისთვის გამოყენების“, რადგან „არანაირი საფუძველი ამ ადამიანების დაკავების არ არსებობდა“.

მისი თქმით, კალანდაძის შემთხვევაში სახეზე იყო ახალი მთავრობის ღიად გაცხადებული ამოცანა, რომ მისი ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო ვახტანგ კაპანაძით, რომელიც გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამჟამად გენშტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებს. 

ამ დანიშვნამდე, 31 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გაერთიანებული შტაბის მეთაურის შეცვლასთან დაკავშირებით და რამოდენიმე დღეში გაერთიანებულ შტაბს ახალი მეთაური ეყოლებოდა. ამ თანამდებობაზე კადრის დანიშვნა და გათავისუფლება პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

„ამაზე [კაპანაძის დანიშვნაზე] როცა მათ უარი მიიღეს, ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით მოხდა 2008 წლის ომის გმირის ჩამოცილება და დაკავება“, – განაცხადა ბოკერიამ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახალაია „თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში“.

„ამ ნაბიჯებმა საქართველოს უკვე მიაყენა დარტყმა ქვეყნის შიგნით დემოკრატიული პროცესის   თვალსაზრისით და ქვეყნის გარეთ ჩვენი რეპუტაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მომავალი ნატოს სამიტის კონტექსტში“, – განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივნის ამ განცხადებამდე, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებში ასევე დაადანაშაულეს ახალი მთავრობა პოლიტიკურ დევნაში.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 7 ნოემბერს, რომ ეს „არ ყოფილა პოლიტიკური“ დაკავებები.

„სამართლებრივად, რა თქმა უნდა, თუ კანონდარღვევები არსებობს და ჩემი აზრით, არსებობს, სამართალდამცავი სტრუქტურები გააგრძელებენ კანონიერების აღდგენას ქვეყანაში“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული შტაბის უფროსის დაკავებას "სამწუხარო ფაქტი" უწოდა. "უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი უდანაშაულოა ვიდრე ბრალდება არ დამტკიცდება სასამართლოში, ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ უდანაშაულობის პრეზუმციას", – განაცხადა მან.  

დაკავებულებს ბრალი ედებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელშიც, პროკურატურის განცხადებით, "სხვა მტკიცებულებებთან" ერთად არსებობს დაზარალებულ სამხედრო პირთა ჩვენებები, რომლებიც 2011 წლის ოქტომბერში მათ მიმართ ჩადენილ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ.  
დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წაყენებიათ. 

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „გამორიცხული არ არის, რომ გამოიკვეთოს სხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც".

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36