Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი მის მიმართ მოსალოდნელ ‘ზეწოლაზე’ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ნოე.'12 / 19:15

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივნმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობის ცხრა წლის განმავლობაში  მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის და ცოტა ხნის წინ თბილისის ვიცე-მერად დანიშნული შოთა ხიზანიშვილის დაკავება პირადად მის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

„მე მესმის და ვიცი, რომ მისი დაკავება მოხდა იმისათვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა იმიტომ, რომ ის არის ჩემი ძალიან უახლოეს მეგობარი, ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ“, - განაცხადა მერაბიშვილმა 16 ნოემბერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „ნუ ექნება იმედი ბიძინა ივანიშვილს, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში, პირიქით, ჩვენ ეს უფრო გაგვაძლიერებს“

„ჩვენ არ შეგვეშინდება ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების“, - დასძინა მერაბიშვილმა. 

შოთა ხიზანიშვილი, რომელიც მერაბიშვილმა მოიხსენია, როგორც „ყველასთვის საყვარელი“ და „ერთ-ერთ ყველაზე კეთილშობილი ადამიანი“, პროკურატურამ 15 ნოემბერს დაკავა საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენებს უკავშირდება. მას სამსახურეობრივი უფლებამოსილება გადამატება ედება ბრალად.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დაკავებულია შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ნარკოტიკების შენახვისთვის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის. ვიდრე ამ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური Civil.ge-ს დაუდასტურებდა, ამ დაკავების შესახებ ცნობა ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატებმა გაავრცელეს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „სრულიად სასაცილოა“ გუნავას ნარკოტიკებთან დაკავშირებით დადანაშაულება, რომელიც მისი თქმით, არის „სიმბოლო სამეგრელოში ნარკოტიკების მაფიის მოსპობის“.

„მათ [ხიზანიშვილის და გუნავას] ოჯახებს მე დავუდგები გვერდში და არ დავიშურებთ ენერგიას, დროს, არცერთ რესურსს, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ და საზოგადოებას დავანახოთ რა საშიშ ტენდენციასთან გვაქვს ჩვენ საქმე“, - განაცხადა მერაბიშვილმა, რომელმაც შსს-სთან დაკავშირებული მხოლოდ ამ ორი პირის დაკავებაზე გააკეთა აქცენტი.

საქმეზე, რომელშიც ხიზანიშვილის ფიგურირებს, შსს-ის კიდევ ათი თანამშრომელია დაკავებული.

ნაციონალური მოძრაობა ახალ მთავრობას პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებში ადანაშაულებს, თუმცა ახალი ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს სამართლიანობის აღდგენის თაობაზე მისი გაცხადებული კამპანიის ნაწილია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53