Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ნოე.'12 / 14:34

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის შეცვლას, რათა მონაწილეები დელეგაციების დონეზე იყვნენ წარმოდგენილი მოლაპარაკებებზე.

„მიგვაჩნია, რომ ჟენევის დისკუსიები მნიშვნელოვანი ფორუმია იმისათვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობამდე მივიტანოთ. ამავე დროს, ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატი აღარ გვაწყობს“, – ნათქვამია სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყების მიერ 19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„აფხაზეთი დაჟინებით ითხოვს დისკუსიების ფორმატის შეცვლას, რათა მონაწილეები დელეგაციების დონეზე იყვნენ წარმოდგენილი. ჩვენი პოზიცია ჟენევის დისკუსიების 21–ე რაუნდზე გახმოვანდა 2012 წლის ოქტომბერში და ვაპირებთ კვლავაც დაჟინებით მოვითხოვოთ ფორმატის შეცვლა შემდგომ რაუნდებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ–დან და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან მოლაპარაკებებში იმ სუბიექტების დაკონკრეტების გარეშე მონაწილეობენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. ფორმალურად ისინი ჟენევის დისკუსიების „მონაწილეებად“ მოიხსენებიან.

ამგვარი ფორმატი 2008 წლის ნოემბერში გამართული მეორე რაუნდის შემდეგ შეთანხმდა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა სტატუსზე უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით.

იმავე განცხადებაში სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მას „არანაირი ილუზია“ არ გააჩნია საქართველოს ახალ მთავრობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა.

„აფხაზეთის ხელმძღვანელობას არანაირი ილუზია არ აქვს საქართველოს და აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტის მოგვარების თითქოსდა „ახალი მიდგომების“ მიმართ, რომელსაც ასეთ ინტენსიურ რეკლამას უკეთებენ საქართველოს მთავრობის ახლად დანიშნული მინისტრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

„როგორიც არ უნდა იყოს დაპირებები „აფხაზეთის დეიზოლაციის შესახებ“, „აღიარების გარდა ჩვენთვის ყველაფრის მოცემის შესახებ“, „აფხაზეთთან პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ“, „აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ“, ქართველი სტრატეგების მიზანი ერთია – ნებისმიერი გზით დააბრუნონ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რაიმე შესაძლო პოლიტიკურ–დიპლომატიურ ხაფანგში, რომლის დაგებაც ვიღაცას სურს აფხაზეთის ირგვლივ“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46