Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურის თქმით, დათა ახალაიას ბრალი წაეყენება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ნოე.'12 / 21:52

შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას და მისი ყოფილი მოადგილის სოსო თოფურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იმ საქმეზე, რომელიც თითქმის რვა წლის წინ პოლიციის თანამშრომლების ცემას ეხება, განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 30 ნოემბერს.

დათა ახალაია ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ძმაა. ეს უკანასკნელი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და მას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორისაა წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბაჩო ახალაიას ბრალდებები არ უკავშირდება იმ საქმეს, რისთვისაც პროკურატურა მისი ძმისთვის აპირებს ბრალის წაყენებას.

პროკურატურამ განაცხადა, რომ 2005 წლის 5 იანვარს დათა ახალაიამ თბილისის პოლიციის ერთ–ერთი განყოფილების თანამშრომელი და მისი კოლეგები მოდულის შენობაში დაიბარა, სადაც  ისინი „სასტიკად სცემეს“ – ერთ–ერთი მათგანი ახალაიამ, მისმა მოადგილემ, თოფურიძემ და კუდის თანამშრომლებმა სცემეს, მეორე კი – კუდის სხვა თანამშრომლებმა ახალაიას მითითებით. პროკურატურამ განაცხადა, რომ ორი თანამშრომელი რამდენიმე საათით უკანონოდ ჩაკეტეს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ახალაიამ და თოფურიძემ იმის გამო სცემეს პოლიციის ორი თანამშრომელი, რომ ეჭვი ჰქონდათ, რომ ისინი რამდენიმე დღით ადრე თბილისის ერთ–ერთი რესტორანში მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას „შეურაცხყოფაში“ მონაწილეობდნენ. 

პროკურატურამ ასევე დაასახელა კიდევ ორი პოლიციელი, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ცემის ფაქტში – ესენი არიან გერონტი (გია) ალანია და ოლეგ მელნიკოვი – ორივე მათგანი ასევე კავშირშია 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან.

ალანია კუდის იმ ოთხ თანამშრომელს შორის იყო, რომლებიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს და 2009 წელს შეიწყალეს.

მელნიკოვი გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ გაუასამართლებიათ, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ისმის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ დამალა მისი და შსს–ს კიდევ რამდენიმე თანამშრომლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან. ამჟამად, პროკურატურა საქმეს ხელახლა იძიებს.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ დათა ახალაიას წარედგინება წამების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება, ხოლო სოსო თოფურიძეს, გერონტი ალანიას და ოლეგ მელნიკოვს წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალი წაეყენებათ. 

ოთხივე მათგანს დაუსწრებლად წარედგინებათ ბრალი, ვინაიდან არც ერთი საქართველოში არ იმყოფება, განაცხადა პროკურატურამ.

კბილაშვილმა ასევე განაცხადა 30 ნოემბერს, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება „ინტენსიურად“ მიმდინარეობს და „პროგრესირებს“.

„გამოკვეთილია ახალი დეტალები, ახალი მონაცემები“, – განაცხადა კბილაშვილმა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან გამოძიების ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

„მოაზრებად ახლო დროში ჩვენ გვექნება ეს საქმე გახსნილი“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6