Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 დეკ.'12 / 15:07

მოსკოვი მზად არის თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

„ახლა საქართველოში რთული პოლიტიკური სიტუაციაა. ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დიდ გავლენას ახდენენ“, – განაცხადა პატრუშევმა რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„უთანხმოებები პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის აშკარაა. მათ უნდა მოაგვარონ თავიანთი შიდა პრობლემები, ჩამოყალიბდნენ, ვის რა როლი აკისრია. ერთ–ერთი მათგანი ამბობს, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაში, მეორე კი ასეთ განცხადებებს არ აკეთებს“, – განაცხადა პატრუშევმა.

„მთელ რიგ სხვა საკითხებზე მათი პოზიციები ემთხვევა, მაგალითად, ორივე აცხადებს, რომ მათი მიზანია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში შესვლა“, – განაცხადა მან.

„ჩვენი ხალხები ისტორიულად არიან ახლოს, დიდი ხნის მანძილზე ისინი ერთიან სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, აქტიურად თანამშრომლობდნენ. საქართველოს ხელმძღვანელობამ ომი დაიწყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ, სადაც ბევრი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, რამაც სერიოზული სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობები შექმნა“, – განაცხადა პატრუშევმა.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მხოლოდ განცხადებებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობის რეალურ ნაბიჯებზეც, რომელიც მათ პირველებმა უნდა გადადგან. სამწუხაროდ, ისინი ჯერ არ ამბობენ, რომ ძალას არ გამოიყენებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში – რუსეთის მიერ აღიარებულ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი დეკლარაცია 2010 წლის ნოემბერში გააკეთა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე გასულ კვირას შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის პირველი პირდაპირი დიალოგი გაიმართა. ორმა დიპლომატმა განაცხადა, რომ პირველ შეხვედრაზე ვაჭრობის, ეკონომიკის და ჰუმანიტარულ საკითხებზე პირველი პირდაპირი დიალოგის ფორმატზე იმსჯელეს.

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 18 დეკემბერს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართა მის და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის.     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17