Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 დეკ.'12 / 13:38

ქედას მაჟორიტარმა დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და მეცხრე დეპუტატი გახდა, რომელმაც ამგვარი ნაბიჯი ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ გადადგა. 

ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის რიგებში 56 დეპუტატი რჩება იმ 65 დეპუტატიდან, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში გაიყვანა.

იაშა შერვაშიძეს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც ქედის რაიონის მაჟორიტარი იყო ნაციონალური მოძრაობიდან და მეორე დეპუტატია, ვინც ნაციონალური მოძრაობის უმცირესობა ბოლო ერთ კვირაში დატოვა, მისი გადაწყვეტილების მიზეზების ან გეგმების შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია. ის უმცირესობაში შემავალი ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების“ წევრი იყო, რომელშიც ამჟამად ექვსი დეპუტატი - ფრაქციის არსებობისთვის საჭირო დეპუტატთა მინიმალური რაოდენობა დარჩა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში ოფიციალურად ამჟამად 83 დეპუტატია გაერთიანებული, მათ შორის ერთი ყოფილი „ნაციონალია“. უმრავლესობის გადაწყვეტილებების პოტენციურ მხარდამჭერებს შორის არიან ასევე ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ექვსი მაჟორიტარი, რომლებმაც ცალკე დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნეს და კიდევ ორი დეპუტატი.

ამდენად, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ მისი გადაწვეტილებების სასარგებლოდ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღოს, რაც საკმარისია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, რასაც სულ ცოტა 89 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა 9 დეპუტატის ხმა აკლდება 100 ხმის მოსაგროვებლად, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ესაჭიროება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36