Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროცედურები დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'12 / 16:51

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. ინიციატივის თანახმად, პრეზიდენტი ინარჩუნებს ყველა ამჟამინდელ უფლებამოსილებას გარდა იმ ერთისა, რომელიც საშუალებას აძლევს მას ახალი მთავრობა დანიშნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის დამტკიცებაზე.

28 დეკემბერს პარლამენტმა კენჭი უყარა სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც შემოთავაზებულ კანონპროექტზე ერთთვიან საჯარო განხილვას წარუძღვება - ეს ფორმალური პროცედურაა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება, რის შემდეგაც კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგება.

სპეციალური ჯგუფის შექმნას 108 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურის დაწყებას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი. დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გარკვეული საკითხები იყოს, რომელთაც დაზუსტება სჭირდება, საერთო ჯამში ამ თემაზე შეთანხმება მოხერხდა.

ადრე  ქართული ოცნება სხვა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფიქრობდა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 28 დეკემბერს, რომ ეს გეგმა შეიცვალა და ახალი ინიციატივა მომზადდა. მისი თქმით, ახალი ინიციატივის გაჟღერებამდე, ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა.

ამჟამად, პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს მთავრობა და ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა წაერუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

თუ პარლამენტი სამჯერ იტყვის უარს ახალი მთავრობის დამტკიცებაზე, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და ახალი მთავრობა დანიშნოს პარლამენტის დამტკიცების გარეშე.

თუმცა, კონსტიტუციაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი ექვსი თვის მანძილზე საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართა, და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში იგეგმება.
 
მიუხედავად ამ შეზღუდვისა, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის ვადებს განსაზღვრავს, თუ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას გადაწყვეტს, იგი ამის გაკეთებას მაინც შეძლებს, დანიშნავს ახალ მთავრობას პარლამენტის დათხოვნის გარეშე და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას, ხოლო ახალი საპარლამენტო არჩევნები ბოლო არჩევნებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობის პირობებში გაიმართება.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სისტემა არასტაბილურობის განცდას იწვევს, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკის შემდეგ, რომელმაც  კრიტიკის ხაზი სულ უფრო გააძლიერა. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ რიტორიკამ ბოლო დროს სპეკულაციები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ერთ დღეს გამოიყენოს თავისი უფლება და დაითხოვოს მთავრობა, რამაც არსებულ სიტუაციაში შესაძლოა კრიზისი შექმნას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 დეკემბერს პრესკონფერენციაზე, რომ ის მთავრობის დათხოვნას არ აპირებს.

უსუფაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ამგვარი კრიზისული ვითარება გამოირიცხოს, „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესთავაზა.

ცვლილებების თანახმად, განაცხადა უსუფაშვილმა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ შემცირდება, გარდა ერთისა – თუ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას გადაწყვეტს და პარლამენტი უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცებაზე, მას შესაძლებლობა ექნება პარლამენტიც დაითხოვოს, თუმცა პრეზიდენტი ვერ შეძლებს თავისი მთავრობის დანიშვნას ახალი პარლამენტის არჩევამდე; ინიციატივა ასევე ითვალისწინებს იმ ექვსთვიანი შეზღუდვის მოხსნას, რომლის დროსაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სააკაშვილი გადაწყვეტს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაყენებას, პრემიერი და მისი მთავრობის წევრები შეძლებენ უფლებამოსილების შენარჩუნებას მოვალეობის შემსრულებლების რანგში ახალი პარლამენტის არჩევამდე.

ეს ინიციატივა პირველად პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა 27 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ეს უკვე მეორე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტია, რომლის ინიციატივითაც ქართული ოცნება გამოვიდა. პირველი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტი ქუთაისიდან ისევ თბილისში დაბრუნდება - ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრეზიდენტი სააკაშვილი.

მართალია ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები გააჩნია პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33