Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურა სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელობას სექსუალური უმცირესობების შანტაჟში ადანაშაულებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'13 / 14:52

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ათობით ფარული ვიდეო ჩანაწერი გააკეთა, სადაც ასახულია „საზოგადოებისათვის ცნობადი მამაკაცების“ სექსუალურ კავშირი სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებთან, რაც შემდგომში მათი დაშანტაჟებისთვის გამოიყენებოდა, განაცხადა პროკურატურამ 14 იანვარს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე,  ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ  მათ და  სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ“, – აცხადებს პროკურატურა.

ამავე ინფორმაციით, “უკანონოდ გადმობირებული კონფიდენტები, თავის მხრივ, ურთიერთობას ამყარებდნენ სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ საზოგადოებისათვის ცნობად მამაკაცებთან, ისე რომ ამ უკანასკნელებმა არ იცოდნენ კონსპირაციის შესახებ“.

„კონფიდენტებს მიჰყავდათ ისინი სახელმწიფოს ოპერატიული სახსრებით დაქირავებულ ბინებში, რომლებიც წინასწარ იყო აღჭურვილი უკანონო ფარული სათვალთავლო აუდიო-ვიდეო აპარატურით“, – აცხადებს პროკურატურა და დასძენს, რომ ამ დროისათვის დადგენილია სამი ასეთი ბინა.

„მოგვიანებით, იმ მიზნით რომ არ მომხდარიყო გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება, ფაქტიური შანტაჟის პირობებში, კონსპირაციის მსხვერპლი მამაკაცი თანხმდებოდა იმაზე, რომ გამოემჟღავნებინა თავისი ლოიალური დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და მონაწილეობა მიეღო ყოფილი ხელისუფლების პოპულარიზაციის მიზნით მოწყობილ სხვადასხვა ღონისძიებებში. გარადა ამისა მაკომპრომეტირებელი მასალის გამოყენება ხდებოდა ფულის გამოძალვის მიზნითაც“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე  მოპოვებულია რამდენიმე ასეთი უკანონო ჩანაწერი, თუმცა გამოძიების მონაცემებით,  რამოდენიმე ათეული მსგავსი  მაკომპრომიტირებელი ფარული ჩანაწერი  არსებობს“, – განაცხადა პროკურატურამ, რომელსაც ასევე გაავრცელა რამდენიმე ჩანაწერი, სადაც პირების იდენტობის დადგენა შეუძლებელია.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის  „მაღალი თანამდებობის სამი პირი“.

„გამოძიებამ ისინი დააკავა და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მათი დაპატიმრების  შუამდგომლობით,  თუმცა მოსამართლე გიორგი  არევაძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდათ გირაო 20 000 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ამ განცხადებას ორი დღით ადრე წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა 12 იანვარს, რომ ახალი მთავრობა ბინძური მეთოდებით უტევს სასამართლო სისტემას და ადგილობრივ თვითმმართველობებს.

„ჩვენ გვიმუშავია, ჩვენ მთავრობასაც ყავდა სპეცსამსახურები, მათ ჩაუტარებიათ ოპერაციები უცხოური და  სხვა ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ უმკაცრესი პირობა იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეხო  ადამიანის პირად ცხოვრებას.  თქვენ ნახავთ, რომ არასოდეს არსად არ გასულა არც ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების მაკომპრომატირებელი საბუთები“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ ერთ–ერთი გამგებელი იძულებული გახდა გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც დაემუქრნენ, რომ გაამჟღავნებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი შვილი აყვანილი იყო. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ერთ–ერთი მოსამართლის ქალ თანაშემწეს ფარულად გადაუღეს ვიდეო, როდესაც მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა თავის მეგობარ ბიჭთან და შემდეგ აშანტაჟებდნენ მას, რომ ეთანამშრომლა უშიშროების სამსახურთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანაწერის გასაჯაროვებით ემუქრებოდნენ.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს „ბინძური მეთოდები“ მის მთავრობაში მკაცრად იყო აკრძალული.

15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ მიიჩნია, რომ ვიდეო-მასალის გამოქვეყნება საჭირო იყო, ვინაიდან ამ მასალებში არ ხდება პირთა იდენტიფიცირება, თუმცა „გამომჟღავებულია დანაშაული, რომელსაც ჩადიოდნენ ოპერატიული სამსახურების და მაღალი თანამდებობის პირები“.

„ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური ხასიათის“, - განაცხადა მან და მაგალითად მოიყვანა შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამდებობის პირების დაკავების საქმე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით.

„ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ სახელმწიფო მართვის მეთოდი  იყო სისტემურად აცდენილი როგორც კანონს, ასევე იმ ღირებულებებს, რაზეც საზოგადოება უნდა იდგეს“, - განაცხადა კბილაშვილმა. 

აქამდე გასაჯაროებული ცნობების გარდა, კბილაშვილის თქმით, „ჩვენ ხელთ არის ინფორმაცია, რომელიც წინა რეჟიმის პირობებში იქნა დაგროვილი და რომელიც ასახავს ბევრი მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებს“. 

მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ 14 იანვარს გასაჯაროებული საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც შესაბამისი თხოვნით პროკურატურას ერთ-ერთმა „მსხვერპლმა“ მიმართა, რომელმაც „მიიღო შანტაჟის წერილი მოთხოვნით, რომ გარკვეული თანხა გადაეხადა, თუ იმ თანხას ის არ გადაიხდიდა, მაშინ მის შესახებ გავრცელდებოდა შესაბამისი მასალა“.

ირაკლი ალასანიამ, ოქტომბერში თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო პოლიცია ჩართული იყო უკანონო ფარული მასალების მოპოვების საქმეში. მაშინ მან ასევე განაცხადა, რომ ფარული მიყურადების აპარატურას შსს-ს გადასცემდა, ხოლო დაგროვილ მასალებს პროკურატურაში გადააგზავნიდა შესაბამისი რეაგირებისათვის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23