Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგომის მიზეზებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'13 / 13:25

ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზეზი ის „სერიოზული კითხვის ნიშნებია“, რომელიც მას ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გააჩნია.

„გარკვეული სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა სომხეთში გაკეთებულმა განცხადებებმა [პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის მიერ]“, – განაცხადა ვაშაკიძემ და ხაზი გაუსვა ივანიშვილის განცხადების ორ ასპექტს – ერთი, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი „უახლოეს მომავალში“ არ შეიცვლება და მეორე, როდესაც მან თქვა, რომ სომხეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ნატოსთან.

22 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქცენტები“ საუბრისას ვაშაკიძემ განაცხადა, რომ იმის თქმა, რომ „უახლოეს მომავალში“ არანაირი ცვლილება არ იქნება, ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ მომავალში გარკვეულწილად იქნება ცვლილებები. მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთის დასახელება, რომელიც არ ისწრაფვის ნატოს წევრობისკენ, მაგალითად საქართველოსთვის, სერიოზულ ახსნა–განმარტებას საჭიროებს. 

„მე ვფიქრობ, პრემიერ–მინისტრმა თავად უნდა გააკეთოს მკაფიო განმარტებები იმ თემებზე, რაზეც მან სომხეთში ისაუბრა“, – განაცხადა ვაშაკიძემ და დასძინა, რომ იგი „კმაყოფილი დარჩება“, რომ მისმა ნაბიჯმა ეს გამოიწვია და „ჩვენ მეტი სიცხადე შევიტანეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში“. 

მან ასევე განაცხადა, რომ უსაფუძვლოა ის სპეკულაციები, რომ მისი გადადგომა წინასწარ იყო შეთანხმებული პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის ნაციონალურ მოძრაობასთან ამ უკანასკნელის ბრალდებების კონტექსტში, რომ ახალი მთავრობა საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის.

ვაშაკიძეს, რომელმაც საგარეო უწყებაში მუშაობა 1996 წელს დაიწყო, ბოლო წლებში რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროში, სანამ 2010 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდებოდა. მან ერთ–ერთი მოადგილის პოსტი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნა და საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელიც გახდა ჟენევის დისკუსიებზე.

ვაშაკიძემ ასევე განაცხადა, რომ იგი „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დათანხმდა ახალი მთავრობის შემოთავაზებას დარჩენილიყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ მას იმედები გაუცრუვდა, პრემიერ–მინისტრის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებამდეც კი. მისი თქმით, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან ცოტა ხნის წინ გამართულ ერთ შეხვედრაზე, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული საკითხი უნდა განეხილათ, პრემიერ–მინისტრმა უარი თქვა მის განხილვაზე და ამის მიზეზად ის თქვა, რომ ეს საკითხი მის პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედიოდა. ვაშაკიძემ უარი განაცხადა საკითხის დაკონკრეტებაზე მისი სენსიტიურობის მოტივით.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 22 იანვარს, რომ ვაშაკიძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე მისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან მას არასდროს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზიები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 22 იანვარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „პოზიცია“ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით ვაშაკიძის გადადგომის მიზეზი არის არა ის, რაც მან თავად დაასახელა, არამედ რაღაც სხვა; უსუფაშვილმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28