Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის მერიას 5.2 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედება ბრალი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'13 / 14:58

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ თბილისის მერია 5.24 მილიონი ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს. გამოძიების თანახმად,  მუნიციპალურ სამსახურში ასობით ფიქტიური სამუშაო ადგილის შეიქმნა, რომლის საშუალებითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ხელფასს იღებდნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა 31 იანვარს, რომ 2009 წლის დეკემბრის ბოლოს დასუფთავების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ტარიელ ხიზანეიშვილმა, რომელიც ამჟამად თბილისის ვიცე–მერია, დაავალა შპს „თბილსერვის ჯგუფს“  ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება“.

ამავე ინფორმაციით, ამ განყოფილებაში 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა ნაციონალური მოძრაობის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორები, რომელთა უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ.

საგამოძიებო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, “თბილსერვის ჯგუფის” საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ დაამტკიცა.

ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ; საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ 31 იანვარს, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 200–ზე მეტი ადამიანი დაიკითხა და მან არ გამორიცხა, რომ დასაკითხად შესაძლოა თბილისის მერიც დაიბარონ.  

გიგი უგულავამ ამის საპასუხოდ განაცხადა 31 იანვარს, რომ ეს არის „აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის კლასიკური შემთხვევა“.

„ნაცვლად იმისა, რომ დაპირებები შეასრულოს ახალმა მთავრობამ, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ოპონენტების დევნას“, – განაცხადა უგულავამ, „ამ გამოძიებით ჩვენ გვედავებიან ფულის დარიგებას. კერძოდ იმას, რომ დაგვისაქმებია 700 ადამიანი და გადაგვიხდია მათთვის ხელფასი და რომ ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული, თურმე, არის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტობა“.

უგულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ მაშინ 700 ადამიანზე მეტი დაიქირავა, რათა თბილისელებთან ნაგვის ბუნკერების საცხოვრებელი კორპუსებიდან გარეთ გატანის საჭიროებაზე ესაუბრათ სანიტარული მოსაზრებების გამო.

„დიახ, ეს ხალხი მუშაობდა, მათ კონკრეტული ფუნქცია ჰქონდათ იმიტომ, რომ ამ პერიოდში ხდებოდა ძალიან მტკივნეული პროცესი ქალაქში. ეს იყო ბუნკერების გაუქმება, რამაც უამრავ თბილისელს შვება მოუტანა. ამ საკითხს სჭირდებოდა კომუნიკაცია; ამ საკითხს სჭირდებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც დადიოდა და კარდაკარ უხსნიდა ამ საჭიროებას; და სწორედ ამ მიზნით იყო აყვანილი ეს ხალხი“, – განაცხადა უგულავამ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28