Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლო ხელისუფლება და მთავრობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გეგმას განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მარ.'13 / 13:09

მთავრობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აისახოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას ითვალისწინებს, განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა 14 მარტს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, მას საუბარი ჰქონდა იუსტიციის მინისტრთან და პრემიერ–მინისტრთან.

„ჩემი მიზანი არის, რომ განუხრელად ყველაფერი, რასაც დაწერს ვენეციის კომისია, გადმოვიტანოთ ჩვენს პროექტში. ამაზე პრემიერ–მინისტრიც დამეთანხმა და იუსტიციის მინისტრმაც ძირითადში თანხმობა გამოთქვა, თუმცა რაღაც განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზა. ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს. მე მგონი ისე მიმდინარეობს ეს შემხვედრები – რამდენჯერმე შევხვდი უკვე – რომ მოვაღწევთ საერთო მიზანს, რაც არის ვენეციის კომისიის დასკვნის შესრულება“, – განაცხადა მან.     

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონს „ევროპულ სტანდარტებს უახლოვებს“ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „დამოუკიდებლოებისთვის პროგრესს წარმოადგენს“.

თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი შემოთავაზება „სადავოა“, მათ შორის ის დებულება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადამდელ შეწყვეტას ითვალისწინებს. ვენეციის კომისია ურჩევს, რომ არ მოხდეს საბჭოს სრული განახლება, იმის მიუხედავად რომ საბჭოს არსებული დაკომპლექტების წესი შესაძლოა „არადამაკმაყოფილებელი" იყოს.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომლის სამინისტროც არის რეფორმის ინიციატორი, განაცხადა 15 მარტს, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც სასამართლოების თავმჯდომარეებს უფლება ექნებათ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად იქნენ არჩეული. თავდაპირველი გეგმით, სასამართლოების თავმჯდომარეებს ეკრძალებოდათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო კვლავაც მოითხოვს იმ წესის მიღებას, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვიდან შვიდი მოქმედი მოსამართლის უფლებამოსილების შეჩერებას იმ მოტივით, რომ ისინი საბჭოს წევრები იმ წესების საფუძველზე გახდნენ, რომლებიც არ შეესაბამება ახალ წესებს, რომელთა შემოღებაც იგეგმება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47