Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მაი.'13 / 12:00

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ მან საკუთარი უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა, სანამ არ დასრულდება გამოძიება მისი სამინისტროს და სახელმწიფო  შ.პ.ს. "მექანიზატორის" რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რომლებიც 2.5 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

„ვთხოვე, რომ უფლებამოსილება შემიჩერონ ანუ გადავდგე მანამ, სანამ არ გაირკვევა სიმართლე“, - განაცხადა კირვალიძემ 2 მაისს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 1 მაისს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლისთვის დაკავეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები. ამავე ინფორმაციის თანახმად, თანხები სასოფლო-სამეურნეო  ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენის დროს იქნა გაფლანგული იმ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც გლეხებისთვის სასოფლო–სამეურნეო სავარგულების დამუშავებაში დახმარებას ითვალისწინებს. 

შსს–ის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი ომარ თედორაძე; სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი ზაზა მახარობლიძე; შპს მექანიზატორის დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე, მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე; აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ ქარჩავა.

„მხილებულმა პირებმა  დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე  ექსპერტთა ჯგუფზე,  რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35