ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ 17 მაისს თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის შედეგად სულ 28 ადამიანმა მიიღო დაზიანებები, საიდან უმრავლესობა მსუბუქი სახისაა.
მისი თქმით, 28 დაზიანებულიდან სტაციონარებში 14 ადამიანის გადაყვანა მოხდა, საიდანაც ერთი უკვე გაწერილია სახლში.
„ყველა დაზიანება საბედნიეროდ მსუბუქია, გარდა ერთისა - საშუალო სიმძიმის არის კოჭის სახსრის მოტეხილობა“, - განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ჟურნალისტი, რომელმაც დაპირისპირების დროს თხემის ბლაგვი ჭრილობა მიიღო, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება.