Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კბილაშვილი: ზურაბ ჟვანიას საქმე პრიორიტეტულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ივნ.'13 / 14:43

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების „ზუსტი და თანმიმდევრული“ გამოძიება რჩება, რომლის ფარგლებში გარკვეული „პროგრესი“ არის. 

„ადრე თუ გვიან ამ საქმის შედეგების შესახებ ყველასათვის ცნობილი გახდება. არის გარკვეული შედეგებიც, თუმცა მისი წინასწარ გაცხადება არ იქნება მიზანშეწონილი“, - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა 4 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

კითხვაზე დაერთვება თუ არა ჟვანიას საქმეს ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმე, მთავარმა პროკურორმა ამ საქმეების შესაძლო სამართლებრივ კავშირზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა კითხვის საპასუხოდ მან განაცხადა, რომ „სამხარაულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეწყვეტილი საქმე განახლებულია“.

„ჯერ-ჯერობით დაკითხული არავინ არ არის, მაგრამ მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები“ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი მიერ, განაცხადა კბილაშვილმა სამხარაულის საქმესთან დაკავშირებით.

ლევან სამხარაული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსი იყო, 2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან სამ თვეში ყვარელში მოკლეს; მკვლელობაში ეჭვმიტანილმა კი თავი მოიკლა - მას თავში და გულში ჰქონდა ორი ტყვია მოხვედრილი.

ლევან სამხარაული ესწრებოდა იმ გამათბობლის შემოწმების პროცედურას, რომელიც გამოძიების დასაწყისშივე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად დასახელდა. ჟვანიას ოჯახი ვერსიას იმის შესახებ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა, არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს იყო მკვლელობა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
87