Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდები 'მოწინააღმდეგისთვის გახდა ცნობილი’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ივლ.'13 / 14:17

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 5 ივლისს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“. 

საქართველო უპილოტო მზვერავ საფრენ აპარატებს ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისგან ყიდულობდა 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2008 წლის აპრილში, რომ საქართველოს, დაახლოებით, 40 საფრენი აპარატი ჰქონდა, მათ შორის საშუალო ზომის Hermes 450 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ფრენის ხანგრძლივობა, დაახლოებით, 20 საათია.  საქართველომ სულ ცოტა სამი უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა, როდესაც ისინი 2008 წლის გაზაფხულზე სეპარატისტული აფხაზეთის თავზე დაზვერვას აწარმოებდნენ; თუმცა აფხაზურმა მხარემ  მაშინ განაცხადა, რომ 2008 წლის მარტიდან მაისის მონაკვეთში სულ ცოტა შვიდი ქართული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული.

მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა ჰაკერების მიერ მოპოვებული ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ელექტრონული წერილების გამოქვეყნება დაიწყო, გაჩნდა ბრალდებები, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა, მას შემდეგ შეექმნა საფრთხე, რაც ისრაელმა და რუსეთმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს, კერძოდ კი, ისრაელმა რუსეთს ამ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა, რაც მათი მართვის სისტემაში შეღწევადობას უზრუნველყოფდა; საპასუხოდ კი რუსეთმა ისრაელს ირანის Tor-M1–ის კოდები გადასცა.

გასულ წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სულ ცოტა ორჯერ მიანიშნა საჯაროდ ამ ბრალდებების შესახებ, თუმცა 5 ივლისს მან უკვე პირველად განაცხადა პირდაპირ, რომ ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მოწინააღმდეგისთვის გახდა ცნობილი.

5 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა: „როდესაც ძალიან გაგვიჭირდა და დაგვჭირდა ჩვენი სამხედრო ტექნიკის წარმოება, ჩვენ გამოვუშვით არა მხოლოდ ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ და „ლაზიკა“, მსუბუქი ქვეითთა მანქანა, არამედ გამოვუშვით ასევე ძალიან რთული ტექნოლოგიის უპილოტო საფრენი აპარატი მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიყიდეთ ისრაელისგან უპილოტო საფრენი აპარატები და ძალიან საეჭვო გარემოებებში მათი კოდები გახდა ცნობილი მოწინააღმდეგისთვის, რომელთაც ის ჩამოგვიყარეს. მერე მივხვდით, რომ არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და შევქმენით ჩვენი აპარატი ჩვენი „სოფტვეარით“ [პროგრამული უზრუნველყოფით], გამოვცადეთ და ძალიან ბევრი პარამეტრით აღემატებოდა ისრაელის მიერ შექმნილ მანქანას“.

მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს მიერ 2012 წლის აპრილში წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის აფრენაც პნევმატური კატაპულტის მეშვეობით ხორციელდება. ამ საფრენი აპარატის მოდელი ესტონურმა ELI Military Simulations–მა შეიმუშავა და საქართველოს მისი წარმოების ლიცენზია მისცა. 

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელს ივნისის ბოლოს სტუმრობდა. როდესაც მას 3 ივლისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელიდან შესაძლო სამხედრო შესყიდვების შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: „რაც შეეხება იარაღის ყიდვას, ჩვენ არა გვაქვს ამის საჭიროება ამ ეტაპზე, ეს კითხვები ასე არ ისმის. შესაბამისად, ისრაელთან მე მქონდა მოლაპარაკებები, მათ რიცხვში მქონდა კონფიდენციალური ნაწილიც, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ჩვენ ვთქვათ იარაღის საყიდლად ჩავედით იქ, ასე არაა და ჩვენ არ ვსაჭიროებთ ამ ეტაპზე, ყველაფერი წესრიგში გვაქვს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7