Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ და ვანუატუმ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'13 / 12:23

საქართველომ და ვანუატუმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რამაც, თბილისის თქმით, წერტილი დაუსვა იმ გაუგებრობას, რომელიც არსებობდა წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის აღიარებასთან მიმართებაში.

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმში, რომელსაც გაეროს შტაბბინაში 12 ივლისს მოაწერეს ხელი საქართველოსა და ვანუატუს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ხაზგასმულია, რომ "ვანუატუს რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით".

„აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს ვანუატუს გადაწყვეტილებას, საბოლოოდ დაუსვას წერტილი საკითხის ირგვლივ მანამდე არსებულ გაუგებრობას და წარმოადგენს მისი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის ცალსახა დადასტურებას“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

წყნარი ოკეანის ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის აღიარების ირგვლივ გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.

ვანუატუმ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა, თუმცა 2011 წლის ივნისში მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო;  შემდეგ კი ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თითქოსდა დაადასტურა ეს აღიარება. თუმცა, 2011 წლის ივნისში ვანუატუ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ იმ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, რომელიც აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამასთან, 2012 წლის აპრილში რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ის ქვეყნები ფიგურირებდნენ, რომელთაც აფხაზეთი აღიარეს, ვანუატუც იყო ჩამონათვალში.

2013 წლის მარტში ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სეპარატისტულ აფხაზეთთან. მაისში ვანუატუს პრემიერ-მინისტრთან მოანა კარკასესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მას აფხაზეთის აღიარების უკან წაღების გამო.

რუსეთთან ერთად საქართველოს სეპარატისტული რეგიონები აღიარებული აქვთ ნიკარაგუას, ვენესუელას და წყნარი ოკეანის კიდევ ორ კუნძულოვან სახელმწიფოს -  ნაურუს და ტუვალუს.

მიესალმება რა ვანუატუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, საქართველო „გამოთქვამს იმედს, რომ ვანუატუს ამგვარი გადაწყვეტილება მაგალითი გახდება ოკეანეთის რეგიონის იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები“, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7