Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფანჯიკიძე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივლ.'13 / 16:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 22 ივლისს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში თავიანთ კოლეგებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 22 ივლისს აფრიკასთან, სამხრეთ სამეზობლოსთან, ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესთან და ლიბანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. მოგვიანებით ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს თავიანთი კოლეგები შეუერთდებიან აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნებიდან, რათა 28–29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილონ.

საქართველო იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

„ჩვენ გვაქვს სიგნალი იმის თაობაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას წინ არაფერი უნდა დაუდგეს ვილნიუსის სამიტამდე და მე არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება რაღაცნაირად შეიცვალოს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

იმავდროულად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 22 ივლისს თბილისში  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ბოლო დეტალებიც შეთანხმდა და დღეს დასრულდა ოფიციალურად საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი შეთანხმება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „ახლა იწყება ხელშეკრულების სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოსაწერად მომზადება“.   

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა, განაცხადა 22 ივლისს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება ვილნიუსის მომავალ სამიტზე სამსჯელოდ. 

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა... მოვუწოდოთ მათ [კოლეგებს აღმოსავლეთ პარტნიორობიდან], რომ ვილნიუსის სამიტამდე უფრო კონკრეტული შედეგები წარმოადგინონ და სამიტი წარმატებული გახადონ“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა შეხვედრამდე.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე: "ჩვენ შეშფოთებულები ვართ შერჩევითი სამართალით იქ [საქართველოში] და ჩვენ გამოვხატავთ ამ შეშფოთებას როდესაც [შევხვდებით საქართველოს საგარეო საქმეთა] მინისტრს."

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრამდე: „გერმანია აქტიურადაა ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ევროპა არ არის სრულყოფილი ჩვენი აღმოსავლეთ მეზობლებისთვის ნათელი პერსპექტივის გარეშე“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17