Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკომ სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 სექ.'13 / 14:56

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უთხრა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება „სრულიად უსაფუძვლო და უკანონოა“ და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ ხვალ დილით შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ველოდებით კანონის აღსრულებას სასამართლოს მიერ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა 3 სექტემბერს.  

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეა და ქართული პოლიტიკა სამი წლის წინ დროებით დატოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო,  რეგისტრაციაზე განაცხადი ცესკოში 2 სექტემბერს შეიტანა.

რეგისტრაციის საკითხს ცესკოს თავმჯდომარე წყვეტს. ზურაბიშვილის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მას შეზღუდული აქვს უფლება კენჭი იყაროს პრეზიდენტად, ვინაიდან კონსტიტუცია უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს ამ უმაღლესი თანამდებობის დაკავებას.

ზურაბიშვილი არ არის პირველი კანდიდატობის მსურველი, რომელსაც ცესკომ ანალოგიური მოტივით უარი უთხრა რეგისტრაციაზე. ორმაგი მოქალაქეობის  გამო ცესკომ აქამდე ორი კანდიდატი არ დაარეგისტრირა, საიდანაც ერთი შემთხვევა გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა ცესკოს გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას კონსტიტუცია კანდიდატად რეგისტრაციის შესაძლებლობას აძლევს, ვინაიდან ორმაგი მოქალაქეობის ამკრძალავი ნორმა უკვე არჩეულ პრეზიდენტზე ვრცელდება. 

იმავდროულად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეძლებათ დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები. ინიციატივის მიღება პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებამდე იგეგმება.

"არ გვჭირდება ეს ცვლილებები. მე არსებული კონსტიტუციით მაქვს [კენჭისყრის] უფლება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

ზურაბიშვილი 48-ე იყო კანდიდატების იმ გრძელ სიაში, რომელთაც პრეზიდენტობა სურთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კანდიდატია ოფიციალურად დარეგისტრირებული.

საპრეზიდენტო განაცხადის შეტანის ვადა კანდიდატებს 7 სექტემბერს ეწურებათ, ხოლო მათი რეგისტრაციის საკითხი 27 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. ამასთან, კანონმდებლობა რეგისტრირებულ კანდიდატს უფლებას აძლევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი 17 ოქტომბრამდე თქვას; თუ კანდიდატი ამ ვადის შემდეგ მოხსნის თავის კანდიდატურას, მისი გვარი მაინც იქნება საარჩევნო ბიულეტენში. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72