Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 სექ.'13 / 17:06

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 სექტემბერს ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს ორმაგი მოქალაქეობის გამო უარი უთხრა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ზურაბიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლებრივად უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არა აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, დღეს კიდევ ერთხელ სასამართლო მსჯელობს პოლიტიკურად და პოლიტიკურად უზღუდავს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული შანსები, რომ გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუცია  ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტობას უკრძალავს.

თუმცა, ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქეა და 2004–2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, აცხადებს, რომ მართალია კონსტიტუცია უკრძალავს მას პრეზიდენტობას, მაგრამ კანონმდებლობა არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებს კანდიდატად რეგისტრაციას. მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის.

გარდა ზურაბიშვილისა, კიდევ ორ პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატს ეთქვა უარი რეგისტრაციაზე ასევე ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე. მათგან ერთ–ერთმა, რომელსაც საქართველოს და ჰოლანდიის მოქალაქეობა აქვს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმე წააგო.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, რომ ცესკოს მიერ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ზურაბიშვილის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ასევე საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო აცხადებენ, რომ კონსტიტუცია არ უკრძალავს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტად იყარონ კენჭი.

გასულ კვირას, ზურაბიშვილმა, რომელმაც 2010 წელს განაცხადა, რომ დროებით ტოვებდა ქართულ პოლიტიკას გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც ზურაბიშვილმა მას საჯარო პოზიციის გამოხატვა თხოვა საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

29 აგვისტოს გამოქვეყნებულ საპასუხო წერილში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ვერ გადაწყვეტს რაიმე გამონაკლისის დაშვებას და ვერ ჩაერევა სასამართლოს ან საარჩევნო კომისიების კომპეტენციაში შემავალი საკითხის გადაწყვეტაში.

„მესმის თქვენი შეშფოთება იმის გამო რომ გავრცელებული არაოფიციალური შეფასებებისა და ცესკოსა და სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებობს სამართლებრივი ხასიათის კითხვები არჩევნებში თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ მე ვერ და არ ვიქნები სამართლის უმაღლესი ინსტანცია“, - მიმართა ივანიშვილმა ზურაბიშვილს ღია წერილში, სადაც მას თავისი ინტერესების დაცვისთვის ბრძოლისკენ, ხოლო  შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ „მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით, კანონებით და საკუთარი შინაგანი რწმენით“.

მოგვიანებით, 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „სამწუხაროა, რომ ვერ დარეგისტრირდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ისიც სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს აქცენტები გადმოიტანოს ჩვენზე, ხელისუფლებაზე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86