Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
54 საპრეზიდენტო განაცხადი ცესკოში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 სექ.'13 / 12:54

54-მა ადამიანმა მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე, ვიდრე 7 სექტემბერს განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურებოდა.

მათი უდიდესი უმრავლესობა, სულ ცოტა 44 ადამიანი ნაკლებად ცნობილი ან ფართო საზოგადოებრიობისთვის სრულიად უცნობია.

ექვს მათგანს ცესკომ კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო შემდგომ პროცედურებზე, მათ შორის სულ  ცოტა 26 530 ხელმოწერის (ამომრჩეველთა რაოდენობის 0.75%) შეგროვებაზე, უარი უთხრა; 17 სექტემბერს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა იწურება.

სულ ცოტა სამ შემთხვევაში ცესკომ პოტენციურ კანდიდატებს დარეგისტრირებაზე უარი უთხრა ორმაგი მოქალაქეობის მოტივით – მათ შორის იყო ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი; თუმცა ზურაბიშვილი სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს და მას ჯერ კიდევ აქვს დარეგისტრირების შანსი, თუ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ცესკოს გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.

ამ ეტაპზე ცესკომ კანდიდატებად ხუთი პირი დაარეგისტრირა; 27 სექტემბერს ცესკოს მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა იწურება.

იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც არჩევნებში აპირებენ კენჭისყრას, არიან: გიორგი მარგველაშვილი ქართული ოცნებიდან; დავით ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობიდან; ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე; ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე; ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი; ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი; ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი ნესტან კირთაძე; ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი; ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებულმა და USAID-ის მიერ დაფინანსებულმა წინასაარჩევნო საერთაშორისო დელეგაციამ 6 სექტემბერს ფაქტების დამდგენი მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ამჟამად საქართველოს ამომრჩეველი გასულ არჩევნებთან შედარებით უფრო ღია საარჩევნო გარემოთი სარგებლობს“.

„ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრიციპებზე დამყარებულ საარჩევნო გარემოში ხვდება. ეს პრინციპებია: ძალაუფლების არჩევნების გზით გადაბარების პირველი პრეცენდენტი; ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია; პარლამენტი, რომელიც შინაარსობრივი დებატებითა და გადაწყვეტილებებით ხასიათდება; დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე სასამართლო; აქტიური სამოქალაქო საზოგადოება; და ცოცხალი მედია გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში. „ეს ყოველივე დადებითი, თუმცა მყიფე მოვლენებია“.  

მასში ასევე ნათქვამია, რომ NDI–ის სადამკვირვებლო დელეგაციასთან პოლიტიკური აქტორების მიერ გამოთქმული შეშფოთებები „სერიოზულია, თუმცა ნაკლებად გავრცელებული, ვიდრე ეს წინა წელს იყო“.

„თუ საქართველო ჩაატარებს არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მოსახლეობის ნდობით სარგებლობს, ეს თანმიმდევრულ პრინციპებსა და პროგნოზირებად წესებზე დამყარებული დემოკრატიული კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს რეგიონში განსაკუთრებული მიღწევა იქნება“, – განაცხადა NDI–ს დელეგაციამ, „თუმცა ამის მისაღწევად საქართველოს მაღალჩინოსნები მონდომებით უნდა გაუმკლავდნენ საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა, საარჩევნო პროცესის სანდოობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. დელეგაციამ მოისმინა სერიოზული შეშფოთებები პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დაკითხვებისა და გამოძიებების, ადგილობრივ დონეზე არჩევნების გარეშე პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებებისა და უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ“.

შვიდწევრიანი დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ:  კრისტინ ტოდ უიტმანი, ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი; რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის ყოფილი მდივანი; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი; დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი; კენეტ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
101