Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის ჰესების მშენებლობის ‘სტრატეგიულ’ მნიშვნელობაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'13 / 17:28

საქართველოს სტრატეგიულად ძალიან სჭირდება ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის აღორძინებისათვის და „ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შუახევში, სადაც ჰესების კასკადის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მდინარე აჭარისწყლების შენაკადებზე „შუახევჰესის“ კასკადის მშენებლობას ახორციელებენ ინდური კომპანია TaTa Power–ი, ნორვეგიული  კომპანია Clean Energy Invest-ი და IFC InfraVentures–ი - კომპანია, რომელიც საერთაშიროსო საფინანსო კორპორაციამ ჩამოაყალიბა.

პროექტის ფარგლებში 178 მეგავატის სიმძლავრის „შუახევჰესის“ და ასევე 5.8 მეგავატიანი სიმძლავრის „სხალთაჰესის“ მშნებელობა დაიწყო, რომელთა საინვესტიციო ღირებულებაც 300 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მშენებლობის დასრულება 2016 წლის მეორე ნახევარისთვის იგეგმება. კასკადში შემავალი მესამე ჰესის „კორომხეთიჰესის“ მშენებლობა, რომლის სიმძლავრეც 150 მეგავატია, 2014 წელს დაიწყება, რაშიც ინვესტიციის სახით 250 მლნ აშშ დოლარი ჩაიდება, ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად.

ამასთან, სამინისტროსა და ინვესტორებს შორის  გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით,  გამომუშავებულ ენერგიის 20% შიდა ბაზარზე გაიყიდება, ხოლო დანარჩენი ნაწილი ექსპორტზე გავა.

მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, პრემიერ-მინისტრი მიესალმა „უმსხვილესი ინვესტიციების“ განხორციელებას და ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას „გაგებისთვის“. ივანიშვილი მათ შესაბამისი გადამზადების შემდეგ დაპირდა დასაქმებას ჰესების მშენებლობის პროცესსა და მათი ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგაც. პრემიერ-მინისტრს ზოგიერთმა ადგილობრივმა დასაქმების საკითხზე პრეტენზიებით მიმართა.

ივანიშვილის განცხადებით, მეტი წინააღმდეგობაა ხუდონჰესის და ხთის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის თაობაზე, რაზეც „პატრიარქიც კი შეაწუხეს“ და გასულ კვირას მის რეზიდენციაში ილია მეორეს მასპინძლობის დროს „ორი თხოვნა გამოატანეს, რომ ჰესი არ აგვეშენებინა ორ ადგილზე“.  

„ჩვენ თავში გვქონდა გარკვეული პოლემიკაც კი და მე მგონი, რომ სწრაფად გაიგო ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა... ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ის აუხსნიდა მოსახლეობას, რომ აუცილებელია ასეთი ჰესების მშენებლობა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს ხუდონჰესთან დაკავშირებით პირადად შეხვდეს სოფელ ხაიშის მოსახლეობას, რომელთაც ჰესის მშენებლობის გამო გადასახლება მოუწევთ და აუხსნას, რომ „გაგებით, დინჯად მოეკიდნონ ამ საკითხს“, რათა „ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი არ შეეშალოს“.

„გასახლება გვიწევს სოფლის. მე აბსოლუტურად ვუთანაგრძნობ თითოეულ მოსახლეს. იცოდეთ, რომ ამას მსოფლიო ბანკი აკეთებს. ეს კეთდება ძალიან ცივილიზებულად, ძალიან კარგი შემოსავალი [კომპენსაცია] ექნება თითოეულ ოჯახს“, - განაცხადა ივანიშვილმა, „ თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ ისინი ქვეყნის მომავალს ეხმარებიან და ამისთვის იღებენ გარკვეულ მსხვერპლს“.

„ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი, რომ საქართველოში გამოიმუშავებოდეს ენერგია. ეს შექმნის საფუძველს იმისას, რომ მრავალი ტიპის სხვადასხვა საწარმო დაფუძნდეს. ეკონომიკას და სამუშაო ადგილებს სჭირდება ენერგია და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11