Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შსს ნაღმის არსებობის თაობაზე ცრუ შეტყობინებების თაობაზე მკაცრად აფრთხილებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'13 / 18:19

ბოლო დროს ნაღმის არსებობის თაობაზე გახშირებული ცრუ შეტყობინებების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯის შესახებ აფრთხილებს.

მას შემდეგ რაც გასულ კვირას ტელეკომპანიებში „რუსთავი 2“-სა და „იმედში“, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის არსებობის თაობაზე ცრუ შეტყობინებები განხორციელდა, ანალოგიური ზარები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში კვლავ შევიდა 15 სექტემბერს საღამოს „რუსთავი 2“-თან, ხოლო 16 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ და საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით - ყველა შემთხვევაში შენობებიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.

პარლამენტის შენობაში, სადაც დღევანდელ შემთხვევამდე ორჯერ - 26 ივლისსა და 6 სექტემბერს ასევე შეფერხდა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა ცრუ შეტყობინებებით გამოწვეული ევაკუაციის გამო, ამჟამად გამნაღმველები მუშაობენ.

პოლიციამ ორშაბათს განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-თან და „იმედთან“ დაკავშირებული უკანასკნელი ცრუ შეტყობინებების „არასრულწლოვანი“ ავტორები დაადგინა. ბოლო დროს განხორციელებული ასეთი ზარების უმეტესობის უკან სწორედ არასრულწლოვნები იდგნენ. 

„იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ზარის ავტორი არასრულწლოვანია, პასუხისმგებლობა დანაშაულზე დაეკისრება მის მშობლებს ან მეურვეებს. ამასთანავე, ზიანის ანაზღაურება, რომელიც ცრუ განგაშის შედეგად ორგანიზაციებს მიადგათ, ზარის არასრულწლოვანი ავტორის მეურვეებს დაეკისრებათ“, - ნათქვამია შსს-ის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტრო ასევე აფრთხილებს, რომ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის დაწესებული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გამკაცრდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15