Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
6 მილიარდიანი კერძო საინვესტიციო ფონდი დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'13 / 19:42


პრემიერ-მინისტრი და ახლად დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილი დონორი ბიძინა ივანიშვილი 30 სექტემბერს ფონდის დირექტორატს მიესალმება. მარცხნიდან მარჯვნივ: მმართველი დირექტორები ცოტნე ებრალიძე, ირაკლი მენაბდე, გიორგი კიკვაძე და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 სექტემბერს 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიციების ფონდის დაფუძნების შესახებ გააკეთა განცხადება. ფონდის საქმიანობა ძირითადად ენერგეტიკის, წარმოების, ტურიზმის, ლოჯისტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, იგი საკუთარ 1 მილიარდ აშშ დოლარს შეიტანს საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, განაცხადა, რომ ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნის „მთავარი გამოწვევის“ დაძლევას, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური სიძნელეების გადალახვას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

თანაინვესტირების ფონდის სხვა ინვესტორები არიან: აბუ დაბი ჯგუფი (Abu Dhabi Group); რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო (RAKIA) ; ჩალიკ ჰოლდინგი თურქეთიდან (Çalik Holding); მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგსი ჩინეთიდან (Milestone International Holdings); აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდი; ყაზტრანსოილის (KazTransOil) შვილობილი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი, რომელიც ბათუმის საზღვაო პორტის მმართველია; ასევე მილიარდერი და სამთომომპოვებელი გიგანტის ENRC–ს აქციონერი ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა პრეზენტაციაზე გამოსვლისას, რომ ამჟამად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ათამდე საინვესტიციო პროექტი განიხილება. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ნავარაუდევია რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაში ინვესტიციების განხორციელება, დანარჩენი პროექტები კი, მათ შორის ისინი, რომლებიც ჰესების მშენებლობას უკავშირდება, მოგვიანებით დაიწყება. 

„ჩვენი სტრატეგია არ ითვალისწინებს ბაზრის გაჯერებულ სეგმენტებზე შესვლას“, – განაცხადა მან.  

პოტენციური საინვესტიციო პროექტის მინიმალური ღირებულება სულ ცოტა 5 მილიონ აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს  იმისათვის, რომ თანაინვესტირების ფონდმა ისინი დააფინანსოს. 

არსებული სქემის თანახმად, ფონდის წილობრივი თანამონაწილეობა საინვესტიციო პროექტებში 25-დან 75%-მდე განისაზღვრება დაახლოებით შვიდი წლით, რაც შესაძლოა მაქსიმუმ კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს. 

მაქსიმუმ ცხრა წლის შემდეგ თანაინვესტირების ფონდი გამოვა თავისი საინვესტიციო პროექტებიდან საკუთარი წილის პროექტის ერთ–ერთი თანამფლობელისთვის და მესამე მხარისთვის მიყიდვის გზით ან საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსების (Initial Public Offering, IPO) გზით.

თანაინვესტირების ფონდი ვარაუდობს, რომ ამჟამად ფონდში ხელმისაწვდომი 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალის ნახევარს ენერგეტიკის სფეროს მოახმარს, დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი წარმოების სფეროს, ხოლო 1 მილიარდი ტურიზმის სფეროს მოხმარდება. დარჩენილი თანხა კი სოფლის მეურნეობის და სხვა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე გადანაწილდება.

„ფონდი არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ძირითადი მიმართულებებით და დაინტერესების შემთხვევაში ღიაა პროექტების განხილვისთვის ნებისმიერ სხვა დარგში“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ფონდი არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ „სპეკულაციურ გარიგებებში, როგორიცაა ნედლეულით, ვალუტით ან უძრავი ქონებით ვაჭრობა“.

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე დანიშვნამდე, 28 წლის ბაჩიაშვილი ბოლო თვეების მანძილზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. საპარტნიორო ფონდი ძირითად სახელმწიფო საწარმოებში სააქციო წილებს აკონტროლებს. მანამდე ბაჩიაშვილი რუსეთში ივანიშვილის აქტივების მმართველი კომპანიის „უნიკორის“ მთავარი ფინანსური ოფიცერი იყო. გასულ წელს რუსეთში ივანიშვილის აქტივები გაიყიდა.

მმართველ გუნდში ასევე შედიან ირაკლი მენაბდე,  მმართველი დირექტორი ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და წარმოების დარგებში, რომელიც კომპანია M2 Capital Partners–ის დამფუძნებელი და პარტნიორი იყო; გიორგი კიკვაძე, მმართველი დირექტორი სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის სექტორებში, რომელიც უკრაინის ერთ–ერთი უმსხვილესი რძის პროდუქტების და ხორცის მწარმოებელი კომპანიის Terra Food Group–ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ხოლო უფრო ადრე უკრაინის წამყვანი აგრო ჰოლდინგის Ukrlandfarming მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო; და ცოტნე ებრალიძე მმართველი დირექტორი ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებში, რომელიც თიბისი ბანკის კორპორატიული ბანკირი, ხოლო მანამდე უძრავი ქონების კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

არჩილ მამათელაშვილი, რომელიც 2005–2007 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და სს „კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, ფონდში კვლევისა და რისკების ანალიზის საკითხებს გაუწევს კურირებას; თეა ჯოხაძე, საქართველოს ბანკის ფინანსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თანაინვესტირების ფონდის მთავარი ფინანსური ოფიცერი იქნება.

პრეზენტაციაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობის საკითხიც წამოწია და ამ კონტექსტში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ახსენა.

„კოჰაბიტაცია დასრულდება 27 ოქტომბერს. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილის სახით. შესაბამისად, კარგი მთავრობა გვეყოლება, კარგი პრეზიდენტი გვეყოლება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი დაგეგმილი გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ დაეხმარება მეტი ინვესტიციების მოზიდვას. მისი თქმით, იგი ბევრს იმუშავებს ბიზნესმენებთან და ინვესტორებთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33