Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ოქტ.'13 / 17:35

მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის საშემოსავლო ნაწილიც 7.379 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები - 7.482 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა 7.422 მლრდ ლარია, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.248 მლრდ ლარს შეადგენს.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების სახით 6.95 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 30 მლნ ლარით აღემატება წელს დაგეგმილ პარამეტრს; გრანტების სახით მთავრობა 129.8 მლნ ლარის მიღებას გეგმავს მომავალ წელს - მიმდინარე წელს გრანტების ოდენობა 202.5 მლნ ლარია; ხოლო სხვა შემოსავლების სახით, წლევანდელის მსგავსად, 2014 წელსაც, 300 მლნ ლარის მობილიზება იგეგმება, საიდანაც 100 მლნ ლარი კვლავ ჯარიმებსა და საურავებზე მოდის.

2014 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი პრიორიტეტები კვლავ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება მაშინ, როცა ძალოვანი უწყებების დაფინანსება არ გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2.7 მლრდ ლარი (2013 წელს - 2.345 მლრდ ლარი; 2012 წელს -  1.821 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2013 წელი - 660 მლნ ლარი; 2012 წელი - 730.6  მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2013 წელი -  570 მლნ ლარი; 2012 წ –  587.8  მლნ ლარი; 2011 წ - 568 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 890.9 მლნ ლარი (2013 წელი - 928.5 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 764.3 მლნ ლარი (2013 წელი - 673.2 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 290 მლნ ლარი (2013 წელი – 241  მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 100 მლნ ლარი (2013 წელი – 100 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 25  მლნ ლარი (2013 წელი – 55  მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 103.6 მლნ ლარი (2013 წელი - 118.7 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 50 მლნ ლარი (2013 წელი - 71.4  მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 155 მლნ ლარი  (2013 წელი - 174.3 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2013 წელი – 80 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  80 მლნ ლარი (2013 წელი- 80 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  50 მლნ ლარი (2013 წელი – 47.2 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 27.8 მლნ ლარი (2013 წელი - 25.9  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2013 წელი - 48 მლნ ლარი);
  • რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2013 წელი - 1.3 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2013 წელი - 2.3  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  850 ათასი ლარი (2013 წელი - 850 ათასი ლარი).

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პარლამენტის მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება მომავალ წელს ნახევარი მილიონი ლარით შემცირდება და 59.5 მლნ ლარს შეადგენს; პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 20 ათასი ლარით მეტია წლევანდელ დაფინანსებაზე; მთავრობის კანცელარიისთვის კი წლევანდელზე ოდნავ მეტი, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს განახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს მაშინ, როცა მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავ 50 მლნ ლარის მოცულობის დარჩება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც თითქმის 200 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე; სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი კვლავაც 50 მლნ ლარი გამოიყოფა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 54.5 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც 28 მლნ ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოხმარდება.

მნიშვნელოვნად გაიზრდება საქსტატის დაფინანსება არსებული 4.5 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე, საიდანაც 8.8 მლნ ლარი მომავალ წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მოხმარდება.

სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 280 ათასი ლარით გაიზრდება 2014 წელს და 2.380 მლნ ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს, რომელსაც პროექტის თანახმად, საბიუჯეტო თანხები 38 მლნ ლარამდე გაეზრდება წელს გათვალისწინებული 31.8 მლნ ლარიდან.

საქართველოს საპატრიარქო, 2013 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც 25 მლნ ლარით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სასამართლო სისტემის დაფინანსებაში წლევანდელთან შედარებით არავითარი ცვლილება არ არის მოცემული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში და შესაბამისად, მასში არ ასახულა ის დაპირება, რომელიც მთავრობამ გასცა სასამართლო სისტემაში ხელფასების ზრდის თაობაზე.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველა გუბერნიას ეზრდება რამდენიმე ათასი ლარით საბიუჯეტო დაფინანსება.

ამასთან, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრასფერების ჯამური რაოდენობა, მომავალ წელს 795.9 მლნ ლარამდე გაიზრდება, წელს არსებული 769.7 მლნ ლარიდან.

თუმცა თბილისისთვის გათვალისწინებული ტრანსფერის ოდენობა მომავალ წელს დაახლოებით, 50 მლნ ლარით შემცირდება და 398 მლნ ლარს შეადგენს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ მთავრობა გააკრიტიკა ამ შემცირების გამო, რომელიც, მისი თქმით, დედაქალაქში „სადამსჯელო ღონისძიებას“ იმის გამო ახორციელებს, რომ თბილისს კვლავ ნაციონალური მოძრაობა მართავს.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტი ეყრდნობა მთავრობის გათვლას იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5% იქნება. წელს, ბიუჯეტის თანახმად, მშპ-ს ზრდის პროგნოზი 6%-ია მაშინ, როცა „საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის პირველ რვა თვეში მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა.

ბიუჯეტის პირველადმა პროექტმა საპარლამენტო განხილვების შედეგად შესაძლოა გარკვეული კორექტივები განიცადოს იქამდე, ვიდრე მას დეპუტატები წლის ბოლომდე კენჭს უყრიან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29