Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ორი წევრის გადადგომის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უმოქმედო გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'13 / 13:09

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც მთელ რიგ წინააღმდეგობებს ჰქონდა ადგილი, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭოს ცხრა მოქმედი წევრიდან ორმა თანმდებობები დატოვა, რის შედეგადაც საბჭო ფაქტიურად უფუნქციო გახდა.

დარჩენილი შვიდი წევრით სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილების მიღების უუნარო გახდა, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომას რვა წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს.

სამეურვეო საბჭოს თვამჯდომარემ ემზარ გოგუაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ორმა წევრმა საბჭო ზეწოლის შედეგად დატოვა; მისი თქმით, ხელისუფლებას საბჭოს უფუნქციოდ დატოვება იმის გამო სურდა, რომ მას ვეღარ აერჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი. სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი სექტებრის დასაწყისში დაითხოვა თანამდებობიდან და ეს მის მიმართ ბოლო ექვს თვეში უკვე მეორედ გააკეთა.

სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ნინო დანელიამ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა, რომელთა დასახელებისაგან თავი შეიკავა, ურჩიეს, რომ გადამდგარიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ივლისში შევიდა ძალაში, ამჟამინდელი სამეურვეო საბჭო 2014 წლიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას და ამის შემდეგ ახალი შემადგენლობა აირჩევა დაკომპლექტების ახალი წესების საფუძველზე; ამასთან, 2014 წლის პირველ იანვრამდე თუ რომელიმე წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, მისი თანამდებობა ვაკანტური უნდა დარჩეს,  კანონში შეტანილი გარდამავალი დებულებების თანახმად.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17