Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'13 / 14:17

44 წლის გიორგი მარგველაშვილმა 17 ნოემბერს პარლამენტის ძველი შენობის ეზოში საზეიმოდ დადო ფიცი, რის შედეგადაც ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა ხუთი წლის ვადით.

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც ფიცის დადების დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ტრიბუნასთან მიტანილ საქართველოს კონსტიტუციაზე ედო ხელი.

ფიცის დადების შემდეგ ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ფონზე.

ახალი საკონსტიტუციო მოდელი ძირითადად გულისხმობს ქვეყნის ძლიერი საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო ტიპის შერეულ მოდელზე გადასვლას, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ხელშია კონცენტრირებული. 

  • ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლად რჩება (თუმცა ის აღარ არის „უმაღლესი“ წარმომადგენელი, როგორც ეს წინა კონსტიტუციაში იყო).
     
    პრეზიდენტი აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ეს უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს და მთავრობას გადაეცა. 
  • პრეზიდენტს აქვს უფლება აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნების მთავრობებან ან ხელი მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მაგრამ მხოლოდ მთავრობის თანხმობით.
  • პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების უმეტესობა მხოლოდ კონტრასიგნაციის ანუ პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცების შემდეგ იძენს სამართლებრივ ძალას. კონტრასიგნაცია არ დასჭირდება საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტებს და ასევე იმ სფოროებში გამოცემულ აქტებსაც, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება რჩება. 
     
    პრეზიდენტს კვლავაც ექნება ექსკლუზიური უფლებები დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები და დაითხოვოს პარლამენტი, შეიწყალოს მსჯავრდებულები, გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები, მიანიჭოს ჯილდოები და წოდებები, ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონები, განსაზღვროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობა, სახელმწიფოს სახელით დადოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. 
     
    პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს საქართველოს ელჩებს (პარლამენტს ჩამოერთვა ელების დამტკიცების უფლებამოსილება).
  • პრეზიდენტს კანონპროექტების ინიცირების უფლება აღარ აქვს.
  • მართალია ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაგრამ ახალი პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში; პრეზიდენტს აქვს უფლება დაბლოკოს პარლამენტის მიერ შეთავაზებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რასაც შესაძლოა 50-60 დღე ან თუნდაც 70-80 დღე დასჭირდეს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვეტოს დაადებს.
  • პრეზიდენტს დარჩება უფლება, რომ პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგეს წელიწადში ერთხელ.

ფიცის დადების შემდეგ მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც გმირთა მოედნისკენ გაემართა, სადაც დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26