Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატრიარქი: თვითმმართველობის ახალი კოდექსის პროექტი ქვეყნის 'დაშლას' გამოიწვევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'13 / 01:00

მთავრობის მიერ შემუშავებული თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტი წარმოადგენს „საშიშროებას“, რადგან ეს გამოიწვევს ქვეყნის „დაშლას“, განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 4 დეკემბერს და ხელისუფლებას მისი მიღების წინააღმდეგ მოუწოდა.

კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება იმ კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაახლოებით ცხრა თვის წინ გამოაქვეყნა, ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მექანიზმებს ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია ასევე მერების პირდაპირი წესით არჩევას სულ ცოტა ჩვიდმეტამდე გაზრდილ თვითმმართველ ქალაქში (ამჟამად მხოლოდ დედაქალაქის მერი ირჩევა პირდაპირი წესით) და ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლების პირდაპირ არჩევნებს; რეფორმის შედეგად მოსალოდნელია არსებული მუნიციპალიტეტების დაყოფა და მათი რაოდენობის 69-დან დაახლოებით 120 ერთეულამდე გაზრდა.

„ჩვენი პარლამენტი და ჩვენი ხელისუფლება დღეს განიხილავს, მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე, კანონზე. ეს მეტად რთული საკითხია. ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს“, - განაცხადა პატრიარქმა მცხეთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას 4 დეკემბერს.

„საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთი სახელმწიფო, ერთი ქვეყანა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, რეგიონები, ძლიერი იყო საქართველო.  ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უნდა უშუალოდ დაკავშირებული იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს დღეს ყველა რაიონში. ამას არ სჭირდება შუალედი, შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს ყოველი რაიონის გაჭირვებას. უნდა შესწავლილი იყოს ის, რა სჭირდება ყოველ რაიონს და უშუალოდ ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ის პრობლემები, რომელიც არის ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული“,  - აღნიშნა მან.

„რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ თვითმმართველობის კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩემი აზრით, ჩვენი აზრით - ეკლესია ამ აზრის არის - ეს უნდა იყოს განხილული მთელი ხალხის მიერ, ხალხმა უნდა იმსჯელოს, უნდა იფიქროს რამდენად მისაღებია და რა არის სასარგებლო საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ;  ხალხი უნდა გაეცნოს ამ თვითმმართველობის კანონს. მე დიდი პატივისცემით მინდა მივმართო ჩვენ პარლამენტს და ჩვენს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში“, - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის გამოსვლა, როგორც ქვეყნის დეზინტეგრაციის საშიშროების, ისე ამ კანონმდებლობის დაჩქარებულად მიღების ნაწილში, ეხმიანება იმ ბრალდებებს, რომლებსაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გამოთქვამენ.

ქრისტიან-დემოკარტიული მოძრობის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ იმას, რასაც ხელისუფლება დეცენტრალიზაციას უწოდებს, შეუძლია ქვეყანაში სეპარატიზმის სერიოზული პრობლემები შექმნას.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მსგავსი კრიტიკის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 4 დეკემბერს, ვიდრე პატრიარქი თავის პოზიციას გამოთქვამდა, განაცხადა, რომ „კონცეფცია თავისთავად, რომ თითქოს თვითმმართველობა რაიმე ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობა, ეს არის სრული ნონსენსი“.

„საქართველო რომ არ იყო დეცენტრალიზებული და არ ქონდა თვითმმართველობა, ამან აგვაცილა სეპარატიზმი აფხაზეთში და ცხინვალში? ასე რომ, ეს არასწორად დასმული კითხვაა, რომ თითქოს თვითმმართველობამ შეიძლება გააღვივოს სეპარატიზმი. სეპარატიზმს, სადმე გაქცევას და სადმე გამოყოფას აღვივივებს სწორედ რა? უუფლებობა; განცდა იმის, რომ ხარ დაჩაგრული; განცდა იმისი, რომ არ გაქვს საშუალება შენი საკითხები თავადვე მოაგვარო“, - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

მოგვიანებით ოთხშაბათს პატრიარქის პოზიციის კომენტირებისას, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ „არავითარი ქვეყნის დაშლის საშიშროებები ამ პროექტში არ არის“.

„საპატრიარქომ, ვფიქრობ, რომ ნაკლები ინფორმაცია იცის ამასთან [თვითმმართველობის კოდექსთან] დაკავშირებით. უფრო მეტი ინფორმირებაა საჭირო საპატრიარქოსი და ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22