Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალი კანონპროექტი უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობას დაარეგულირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'13 / 18:54

პარლამენტმა 13 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, „ზომაზე მეტად“ ცვლის მიგრაციის „ლიბერალურ“  პოლიტიკას, რომელსაც წინა ხელისუფლება ატარებდა.

ლევან იზორიამ დეპუტატებს 13 დეკემბერს განუცხადა, რომ კანონპროექტის მიზანია მიგრაციის დარეგულირება და მისი ეფექტური მართვის საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე იმ პრაქტიკის დანერგვა, რომელიც ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებას დაეხმარება.

ამჟამად, 100–ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა შემოვიდნენ საქართველოში და უვიზოთ 360 დღით დარჩნენ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს ვიზების გარეშე 11 ქვეყანაში შეუძლიათ ჩასვლა – ძირითადად დსთ–ს ქვეყნებში (რუსეთის და თურქმენეთის გარდა) და ასევე თურქეთსა და ირანში. ნოემბერში საქართველომ ისრაელთან ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ჯერ ძალაში არ შესულა.

ამჟამად, იმ ქვეყნების სიას, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში ვიზების გარეშე შეუძლიათ ჩამოსვლა, განსაზღვრავს მოქმედი კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

შემოთავაზებული კანონპროექტი, მას შემდეგ რაც ის ძალაში შევა მეორე და მესამე მოსმენებით მიღების შემდეგ, დაავალებს მთავრობას სამი თვის ვადაში შეადგინოს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც არ დასჭირდებათ ვიზები საქართველოში შემოსასვლელად. მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე მიანიშნეს, რომ ამჟამად არსებული ასეთი ქვეყნების რაოდენობა შემცირდება.

იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთანაც საქართველო უვიზო მიმოსვლას შეინარჩუნებს, ქვეყანაში დარჩენას მაქსიმუმ 90 დღით შეძლებენ, ნაცვლად ამჟამინდელი 360 დღისა.

ამჟამად ქართული ვიზების აღება შესაძლებელია ან ქვეყანაში შემოსვლისას საზღვარზე, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ; იმ მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე ქვეყანაში იმყოფებიან და ახალი ვიზების აღება, ან არსებულის გაგრძელება სურთ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ქართული ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ მისიებში იქნება შესაძლებელი და ის 50 აშშ დოლარი ეღირება. კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევეში“ ვიზები შეიძლება ქვეყანაში შემოსვლისას გაიცეს; ეს „განსაკუთრებული შემთხვევები“ მთავრობის განკარგულებით უნდა განისაზღვროს.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს ზომებს არარეგულარული მიგრაციის სამართავად.

ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც პარლამენტმა ოქტომბერში მიიღო და რომელიც იანვრიდან შევა ძალაში, უფლებამოსილებას ანიჭებს საპატრულო პოლიციას უცხოელების იდენტიფიცირება და შემოწმება განახორციელოს, რათა დაადგინოს არის თუ არა მათი ყოფნა ქვეყანაში კანონიერი. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კურირებას გაუწევს გაძევების პროცედურების განხორციელებას იმ შემხთევაში, თუ პიროვნება არარეგულარული მიგრანტი აღმოჩნდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა დეპუტატებს 13 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ქვეყნიდან შემოსულთა ანალიზის და სხვა შესაბამისი მონაცემების კვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმის დადგენა, რომ ამჟამად საქართველოში 7 974 „არალეგალი მიგრანტია“, რომლებიც ამ ერთი კონკრეტული ქვეყნიდან შემოვიდნენ;  მან ამ ქვეყნის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომელთაც საზღვარი გადმოკვეთეს, ბინადრობის ნებართვების, ვიზების და მათი ხანგრძლიობის, ქვეყანაში მყოფი უცხოელების, ქვეყნიდან გაძევებული უცხოელების, უცხოელების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სხვა ცნობები ერთიან მონაცემთა ბაზაში განთავსდება, რომელიც სრული დატვირთვით მომავალი წლიდან ამუშავდება.

იზორიამ განაცხადა, რომ მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემიდან ინფორმაცია საპატრულო პოლიციასაც ეცნობება, რაც მათ არარეგულარული მიგრანტების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არალეგალი მიგრანტების გაძევების თაობაზე, თუმცა საბოლოო სიტყვის თქმის უფლება სასამართლოს ექნება იმ შემთხვევაში, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ საფრთხით ახსნის.

გაძევების შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა და  ქვეყნის ნებაყოფლობით დასატოვებლად მაქსიმუმ 30 დღე მიეცემა. გადაწყვეტილება გაძევების შესახებ შესაძლოა გასაჩივრდეს.  გაძევებას დაქვემდებარებულ პირს აეკრძალება საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე პერიოდით. საქართველოში სამ თვემდე უკანონო ყოფნა იწვევს ფინანსურ ჯარიმას 180 ლარის ოდენობით, ხოლო სამ თვეზე მეტი ხნით – 360 ლარის ოდენობით.

სასამართლოზე იქნება დამოკიდებული მოათავსოს თუ არა პირი დროებითი განთავსების ცენტრში მისი გაძევების ან არგაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ოფიციალური პირების თქმით, დროებითი მოთავსების ცენტრის გახსნა 2014 წლის ივლისისთვის იგეგმება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ალტერნატიულ ზომებს, როგორიცაა კვირაში ორჯერ პოლიციაში გამოცხადება ან არაუმეტეს 2 000 ლარის გირაოთი გათავისუფლება. კანონპროექტის თანახმად, გაძევება გადაიდება, თუ ეს პროცესი პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას უკავშირდება.

კანონპროექტით ასევე იცვლება ბინადრობის ნებართვის გაცემის კრიტერიუმები. უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ადრე საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ვეღარ მიიღებენ მუდმივი ბინადრობის ნებართვას; სანაცვლოდ, მათთვის შესაძლებელი იქნება ექვსწლიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება. ბინადრობის ნებართვების სახეობებია: სამუშაო, განათლების, საოჯახო და ასევე სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც იმ უცხოელი მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც შესაძლოა ტრეფიკინგის მსხვერპლი იყვნენ. საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, შვილებს და მშობლებს მუდმივი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ; იგივე ეხებათ იმ უცხოელებს, რომლებიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრობდნენ საქართველოში ბოლო ექვსი წლის მანძილზე.

კანონპროექტის თანახმად, დაინერგება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელსაც იმ უცხოელი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც სულ ცოტა 300 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ საქართველოში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12