Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობა მერაბიშვილის განცხადების შემდეგ მოთხოვნებს აყენებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 დეკ.'13 / 17:50

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმო პატიმრობაში მყოფ მის გენერალურ მდივანზე ვანო მერაბიშვილზე მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან შესაძლო „ზეწოლა და შანტაჟი“; მოითხოვა მერაბიშვილის ბრალდებების გამოძიებამდე ფარცხალაძისა და სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება და ასევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული „ყველა ძველი და შესაძლო ახალი გარემოების“ განსაჯაროება.

„დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას ამცნო გასულ პარასკევს საქართველოს მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე პირადად განხორციელებული შანტაჟის და მუქარის შესახებ, რაც მოჰყვა მის გატაცებას  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და  მიყვანას მთავარ პროკურორ ფარცხალაძესთან. ამ უკანასკნელმა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს მოსთხოვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ფარცხალაძემ ასევე მოითხოვა „დახმარება“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ფაბრიკაციის მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავარი პროკურორი მერაბიშვილს დაემუქრა ხანგრძლივი პატიმრობით, პირობების მნიშვნელოვანი გაუარესებით და მისი მეგობრებისა და თანამებრძოლების დაპატიმრებით“, - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

„ამ უკანონო აქტის მიღმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხედავს მთავრობის ცალსახა პოლიტიკას, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა და რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნულა „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ“, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა.

ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც წინასწარი პატიმრობაში იმყოფება, განაცხადა ქუთაისში სამშაბათს გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ  მას პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრების მოპოვების საქმეში დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში მისი მდგომარეობის გაუარესებით და მისი მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით დაემუქრა. მერაბიშვილის თქმით, მისი და ფარცხალაძის საუბარი შედგა სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობაში, სადაც მისი თქმით, ის შაბათს ღამის დაახლოებით 1:30-ზე მიიყვანეს ციხიდან.

ეს ბრალდებები მთავარმა პროკურატურამ უარყო, როგორც „აბსურდული“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს მიზნად ისახავდეს ხელისუფლების დისკრედიტაციას ან „მიხეილ სააკაშვილის დაშანტაჟებას ვანო მერაბიშვილის მხრიდან“.

„ძალიან საყურადღებო აქცენტები გააკეთა [მერაბიშვილმა]. გააკეთა აქცენტი ჟვანიას, სავარაუდო, ძალიან ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მან გააკეთა ასევე მეორე აქცენტი, მნიშვნელოვანი აქცენტი მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ რესურსებთან თუ კაპიტალთან დაკავშირებით. ასე რომ, დაველოდოთ ისინი ერთმანეთში კარგად გაარკვევენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 17 დეკემბერს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30