Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის მერს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 დეკ.'13 / 17:02

თბილისის მერს გიგი უგულავას დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

უგულავამ, რომელსაც დაპატიმრების გარეშე წაუყენეს ბრალი, განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლისას მას შემდეგ, რაც ის 18 დეკემბერს დაკითხეს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

პროკურატურა აცხადებს, რომ უგულავას წინააღმდეგ წაყენებული საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს და ორივე მათგანი უკავშირდება სახელმწიფო სახსრების გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში.

იმავე საქმეზე ბრალდებები თბილისის მერიის ხუთ ყოფილ თანამშრომელს 2013 წლის ივნისში წაუყენეს. მათ შორის არიან თბილისის მერის ყოფილი მოადგილე დავით ალავიძე; თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე; თბილისის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსი თაბუაშვილი; ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი დავით ავალიანი და მისი მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე.

პროკურატურა აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი აქტივისტების დასაფინანსებლად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 13.85 მილიონი ლარი; კერძოდ, 2011 წლის ნოემბერში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, თბილისის მერის - გიგი უგულავას დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში" ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის  სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არა ფონდის თანამშრომლებს, არამედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. თანხის გადარიცხვა 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში განხორციელდა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს,  პროკურატურის განცხადებით,  34.32 მილიონი ლარი იქნა გამოტანილი თბილისის განვითარების ფონდიდან 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის პერიოდში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს გადაეცათ. პროკურატურის განცხადებით, ჯგუფი „უგულავას დავალებით“ მოქმედებდა.

უგულავამ განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, რომ  მის წინააღმდეგ აღძრული საქმე "აბსურდულია“. პროკურატურის წინ, სადაც ის დაკითხეს, მისი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი.

„თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა უგულავამ, „მოდის ადგილობრივი არჩევნები; უჭირს მთავრობას იმიტომ, რომ ივანიშვილმა ნამდვილად არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დატოვა [რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია] და ახლა ფიქრობს როგორ შეასაღოს ეს კანდიდატი თბილისელებს. ამისთვის აუცილებელია ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორიული კანდიდატების შექმნა“.

„დავუმტკიცებ [სასამართლოს], რომ ვარ უდანაშაულო და შესაბამისად, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული ყველა შეთითხნილი ბრალდება ადრე თუ გვიან საპნის ბუშტივით გასკდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

2013 წლის თებერვალში უგულავას ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმეზე. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ამ ბრალდებებზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9