Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავარი პროკურორი: გერმანიის სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'13 / 17:42

მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც დანაშაულებრივ წარსულში დასდეს ბრალი, საზოგადოებისადმი წერილობით მიმართვაში განმარტა, რომ მას 2000 წელს შეემთხვა გერმანიაში ინციდენტი პოლიციასთან და სასამართლომ დაუდგინა „პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა“.

„2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა,  მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა  და  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი.  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა“, - ნათქვამია მთავარი პროკურორის განცხადებაში. 

„მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია“, - აცხადებს ფარცხალაძე.

ორშაბათს საღამოს, გიგი უგულავამ, რომელსაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მერის უფლებამოსილება შეუჩერა, განაცხადა თავის სატელევიზიო გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან, რომ 2001 წელს ფარცხალაძე ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული გერმანიაში.

ფარცხალაძემ, რომელიც ტელეკრანებზე არ ჩნდება, წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მას გიგი უგულავას ბრალდებებზე პასუხის გაცემა „მიზანშეწონილად“ არ მიაჩნდა, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ „დავაკმაყოფილო  საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი“.

მან ასევე განაცხადა, რომ  ბოლოს დროს მის წინააღმდეგ „გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია“ და გაიმეორა პროკურატურის პოზიცია, რომ ეს  „რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა  გამოძიებამ“ განაპირობა, რომელმაც  „როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები „გაანაწყენა“ და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას“.

„მინდა ვთხოვო ჩემს  თანამოქალაქეებს ნუ აჰყვებიან  საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამეხსნა საქმის ვითარება და  განმემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000 წელს. ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიაციას“, - აცხადებს ფარცხალაძემ 24 დეკემბერს გავრცელებულ წერილობით მიმართვაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16