Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინისტრები და ქართული ოცნების დეპუტატები მთავარი პროკურორის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'13 / 17:18

მთავრობის წევრებმა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა განაცხადეს, რომ მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები მის „დანაშაულებრივ წარსულთან“ დაკავშირებით, გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების გადაფარვას ისახავს მიზნად. 

ეს განცხადებები ძირითადად ეხმაურება მთავარი პროკურატურის მიერ ამ ბრალდების საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც პირველმა გიგი უგულავამ გაახმოვანა. განცხადებაში პროკურატურა მკაფიოდ არ უარყოფს ბრალდებას; თუმცა აცხადებს, რომ ეს ბრალდება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ფარცხალაძე ჩამოაშორონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.

ქვემოთ მოცემულია მთავრობის ზოგიერთი წევრისა და ქართული ოცნების ცალკეული დეპუტატების კომენტარები:

კახა კალაძე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი:
„ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად ცდილობს, ასე რომ ვთქვათ, შავი პიარი განახორციელოს პროკურატურის წინააღმდეგ და განსაკუთრებით, მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, რადგან დაიწყო იმ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხების გამოძიება, რომებზეც ყოველთვის ისმებოდა საზოგადოებაში კითხვები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და იკავებდა მაღალ თანამდებობებს, ეს ხომ დღეს დანიშნული პიროვნება არ არის, წლების განმავლობაში [მუშაობდა] და საპატიო ორდენითაც კი არის დაჯილდოვებული პრეზიდენტის მხრიდან. მე მგონი, ყველაფერზე გაცემულია პასუხი“.

გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი:
„არა მგონია, რომ დამატებითი კომენტარი იყოს საჭირო. მე ვთვლი, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია“.

სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი:
„თუ ეს ადამიანი [ფარცხალაძე] ნასამართლევი იყო, ეს უნდა ცოდნოდათ გაცილებით ადრე, როდესაც მას ასევე მაღალი თანამდებობები ეკავა და ამიტომაც, თუ მაშინ შესაძლებელი იყო რომ ემუშავა, დღესაც შესაძლებელია, რომ იმუშაოს; თუ მოგონილია, მაშინ რატომ მოიგონეს ახლა და თუ იცოდნენ მანამდე, რატომ დაიწყეს ამის გამჟღავნება. ეს ყველაფერი არის ძალიან ისეთი, პოლიტიკური თამაშები“.  

„ძალიან მძიმე ბრალდებები არის წაყენებული გიგი უგულავას მხრიდან და ყოფილი ხელისუფლების ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ. ისინი ცდილობენ რაღაცა ჭორებით თუ მოგონილი ამბებით გადაფარონ ეს; ვერ გადაფარავენ. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაშები, როგორ გაექცნენ კონკრეტულ ბრალდებებს. და ამ კონკრეტულ ბრალდებებს გაექცევიან იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები და მტკიცებულებები თუ იქნება, ყველა მათგანი აგებს პასუხს“.

დეპუტატი დავით საგანელიძე, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:
„მნიშვნელოვანია 70 მლნ ლარის გაფლანგვაზე ეჭვმიტანილი გიგი უგულავა მოყვება თუ არა იმას, როგორც გაფლანგა მან ეს თანხა, გავარკვევთ თუ არა სად არის კიდევ სხვა თანხები გაფლანგული, გაეცემა თუ არა პასუხი იმ კითხვებს, რომელსაც ახლა პროკურატურა იძიებს და არა ის, ეჭვმიტანილი უგულავა 15 წლის წინ დაახლოებით გერმანიაში რაღაც ფაქტი რომ მოხდა, ამაზე გვიყვება. თავისთავად ცხადია ამ საკითხს ალბათ პასუხი გაეცემა, მაგრამ მე ერთი ვიცი, გინდაც რომ მომხდარიყო მანდ დიდი ხნის ვადა აქვს გასული და არავის არაფერი არ ეკრძალება“.

დეპუტატი ზვიად ძიძიგური,  კონსერვატიული პარტიის ლიდერი:
„ამბავი, რომ 12 წლის წინ რაღაც შეემთხვა მთავარ პროკურორს და ამასთან დაკავშირებით გიგი უგულავამ ცადოს, რომ თავი გადაირჩინოს და პასუხი არ გასცეს სად წაიღო 48 მილიონი მისი მერობის პერიოდში და რატომ დაიხარჯა არა დანიშნულების მიხედვით, ეს საქმე მას არ უშველის. რაც შეეხება კონკრეტულად ფარცხალაძის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ამაზე თავად პროკურატურამ გასცა უკვე პასუხი და მთავარი სახეზეა, რომ პროკურატურის წინააღმდეგ და კერძოდ ფარცხალაძის წინააღმდეგ ეს ყველაფერი დაიწყო იმიტომ, რომ საქმეები არის გააქტიურებული დამნაშავეების მიმართ, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აქვთ ჩადენილი“. 

დეპუტატი ვიქტორ დოლიძე, თავისუფალი დემოკრატებიდან, ქართული ოცნება:
„უგულავამ რაღაც დოკუმენტები ააფრიალა, ეს საკმარისი არ იქნება... ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მე დარწმუნებული ვარ, იგი გასცემს პირადად პასუხს და არ სჭირდება არავის ადვოკატირება“.  

ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი:
„ჩემთვის რამდენადაც ცნობილი არის კანონი არ დარღვეულა ამით; კანონი არ ირღვევა. ბატონი ოთარი არის უაღრესად კარგი პატრიოტი თავის ქვეყნის, კარგი სპეციალისტი და ვიმედოვნებთ, მომავალშიც წარმატებულად გააგრძელებს თავის საქმიანობას“.

კითხვაზე აქვს თუ არა მთავარ პროკურორს ნასამართლეობა, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ეგ გადასამოწმებელია. არ დავინტერესებულვარ პირადად; მაგრამ, ვნახოთ, გადავამოწმებთ; ნასამართლევი არ არის, ამიტომ მას შეუძლია მუშაობა“. შემხვედრ კითხვაზე, თუ რა არის მაშინ გადასამოწმებელი, ჭიკაიძემ უპასუხა: „ხომ არის ასეთი  - ‘ნასამართლევი იყო, გაქარწყლებულია’. სხვადასხვა ინსტანციებია და ეს გადასამოწმებელია“. კიდევ ერთ შეკითხვაზე შეიძლება თუ არა სიმართლეს შეესაბამებოდეს უგულავას განცხადება, ჭიკაიძემ უპასუხა: „არ ვიცი, არ ვიცი“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20