Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ვერც მეორე ტურით მოახერხა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'14 / 22:11

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო კვლავ დაუკომპლექტებელი რჩება, ვინაიდან პარლამენტმა 23 იანვრის სხდომაზე წარდგენილი სამი კანდიდატიდან მხოლოდ ერთი ახალი წევრი აირჩია კენჭისყრის მეორე ტურში და ამით არჩეული წევრების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა.

სამეურვეო საბჭოს მეოთხე წევრი გახდა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელმაც 117 ხმა მიიღო არცერთის წინააღმდეგ; გაფრინდაშვილს 27 დეკემბერს, პირველი კენჭისყრის დროს მხოლოდ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.

მეორე ტურში მასთან ერთად ასევე მეორედ წარდგენილი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის კვოტით  მედია ექსპერტი ნინია კაკაბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მხარდაჭერილი გენადი გელაძე, რომლებმაც პირველი ტურის მსგავსად, ვერც ამჯერად მოიპოვეს ასარჩევად საჭირო ხმები. დღევანდელ კენჭისყრაზე კაკაბაძეს მხარი 44 დეპუტატმა დაუჭირა 45-ის წინააღმდეგ, ხოლო გელაძემ 44 ხმა მიიღო 34-ის წინააღმდეგ.

თუმცა ამ ორი კანდიდატის არჩევაც არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ ახალი სამეურვეო საბჭო უფლებამოსილების შესრულებას შედგომოდა, ვინაიდან ამისათვის სულ ცოტა 7 წევრის არჩევაა საჭირო. 

ამჟამად საბჭოში არჩეულია ოთხი წევრი: მარინა მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი სახალხო დამცველის კვოტით; ნათელა სახოკია - ერთადერთი კანდიდატი, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა თავისი 3-კაციანი კვოტის ფარგლებში; და ქეთევან მსხილაძე - ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი.

ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურში ნინია კაკაბაძესთან ერთად იმ 27-კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ღია კონკურსის გზით შეარჩია, ასევე წარადგინა დარეჯან ჯავახიშვილის კანდიდატურა, თუმცა მას პარლამენტმა ხუთშაბათს კენჭი არ უყარა.

ამის მთავარ მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ჯავახიშვილის კანდიდატურა კანონის „ძალიან ბევრი უხეში დარღვევით“ წარუდგინეს პარლამენტს, მათ შორის დადგენილი ვადების დარღვევით. კანონის თანახმად, წარმდგენ სუბიექტებს მეორე ტურში კანდიდატები პირველი კენჭისყრიდან ანუ 27 დეკემბრიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინათ, თუმცა უსუფაშვილის თქმით, ჯავახიშვილის შემთხვევაში, კანონის ეს მოთხოვნა დაირღვა, რაზეც მოგვიანებით ბიუროს სხდომა იმსჯელებს.

„მე ყველას მივმართავ უმცირესობასაც და უმრავლესობასაც მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს კანონიერი გზებით და საშუალებებით და არა სხვაგვარად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამდენად, 23 იანვარს გამართული კენჭისყრის დროს ახალი საბჭოს დაკომპლექტების თეორიული შანსიც აღარ არსებობდა, ვინაიდან სამიდან ორი წარდგენილი კანდიდატურა რომც არ ჩავარდნილიყო, იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი კვოტით დარჩენილი ორი კანდიდატურა საერთოდ არ დაასახელა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ მესამე კანდიდატი დაგვიანებით წარადგინა, საბჭოს წევრთა რაოდენობა სულ ცოტა 7-მდე ვერ შეივსებოდა, რადგან როგორც პირველ, ისე მეორე ტურშიც კენჭისყრაზე სულ 6 კანდიდატურა დადგა.  

კანონის თანახმად, პარლამენტმა საბჭოში დარჩენილი 5 ვაკანტური ადგილის შესავსებად ხელახალი კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში თბილისში აკრედიტებული ელჩების ჯგუფმა განაცხადა, რომ  „მოუთმენლად“ ელოდა პარლამენტის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში „პროფესიონალური და დამოუკიდებელი სამეურვეო საბჭოს“ შერჩევის პროცესის დასრულებას.

მეორე ტურის წინ ასევე აქტიურობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სატელევიზიო ვიდეო-რგოლებში დეპუტატებს სამეურვეო საბჭოს სრულად დაკომპლექტებისაკენ მოუწოდებდნენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81