Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილის კომენტარი პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 თებ.'14 / 14:30

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის რეპლიკა, რომ ის მზადაა შეხვედრისთვის, თბილისის მიერ „ზედმიწევნით“ იქნება გაანალიზებული, მათ შორის მის დასავლელ პარტნიორებთან.

 როდესაც პუტინს 10 თებერვალს სოჭში ჰკითხეს შეხვდება, თუ არა ის საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა: „თუ ის მოისურვებს, რატომაც არა“.

„ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით. გავივლით კონსულტაციებს და შესაბამისად ჩვენს პოზიციასაც ჩამოყალიბებთ“, – განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

„თუ არის შესაძლებლობა, რომ რაიმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ–რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან პრობლემური თემების განხილვის, ბუნებრივია არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ, გავიაროთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს დასავლელ კოლეგებთან“, – განაცხადა მან.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე ორმხრივი დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე და ხალხთა შორის კონტაქტებზე ხელს უწყობს დაძაბულობის განმუხტვას და საფუძველს უყრის იმ საკითხების „რაციონალურ განხილვას“, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაციას“ უკავშირდება.

„საქართველოს ოკუპაცია რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგის მომტანი არ არის. მეტიც, ის არ არის დადებითი შედეგის მომტანი არც ერთი მხარისთვის. ჩვენი თანამოძმეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ მავთულხლართებს მიღმა, ისინი არ ხეირობენ ამ პოლიტიკური ნაბიჯით. ეს პოლიტიკური ნაბიჯი ძალიან მძიმეა ჩვენი სახელმწიფოსთვისაც“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ბოლოს ორი ქვეყნის პრეზიდენტები 2008 წლის ივლისის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს – რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი  ერთმანეთს 2008 წლის 5 ივლისს ასტანაში შეხვდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა 10 თებერვალს, რომ მათ „ძალიან უხარიათ“ქართველი სპორტსმენების სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, რაც, მისი თქმით, თბილისთან ურთიერთობების დალაგებას ეხმარება.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობების დალაგებას იქაც კი, სადაც ეს შეუძლებელი და ძალიან რთული ჩანდა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„თქვენ იცით, რომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა  რეგულარულ საფუძველზე თბილისიდან სოჭში. და ოლიმპიადის შემდეგაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრაქტიკას შევინარჩუნებთ“, - განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა ავიარეისები, რომლის შესრულებაც ქართულმა კომპანია „აირზენამ“ ოლიმპიადისთვის დაიწყო.

 „ამიტომ ეს უკვე ოლიმპიური თამაშების პლიუსია“, - განაგრძო პუტინმა, „ოლიმპიური თამაშები ეხმარება ურთიერთობების დალაგებას საქართველოსთან. მე ეს ძალიან მიხარია და ვუსურვებთ წარმატებებს ქართველ სპორტსმენებს. ისინი ყოველთვის კარგად გამოდიან ზაფხულის ოლიმპიადებზე, განსაკუთრებით ორთაბრძოლებში. ჩემს საყვარელს სპორტში - ძიუდოში ქართული გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი აქაც [სოჭში] გამოიჩენენ თავს, ქართველი სპორტსმენები. ვუსურვებთ მათ წარმატებას“.  

ამ თემაზე კომენტარი პუტინმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა უთხრა მას, რომ საქართველოში ნახეს, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე გამოსახულ რუკაზე  საქართველოს ნაწილი, სადაც აფხაზეთი მდებარეობს, ღრუბლებით იყო დაფარული. სატელიტიდან გადაღებული საქართველოს რუკა მაშინ გამოჩნდა, როცა ქართველი ოლიმპიელების მცირე ჯგუფმა ფიშტის სტადიონზე გაიარა. რუკის გამოსახულებამ საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია და ზოგიერთებმა ისიც განაცხდეს, რომ ღრუბლებით გადაფარვა განზრახ გაკეთდა, რათა საქართველოს რუკა მისი სეპარატისტული რეგიონის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი.

„სისულელეა. არ არის საჭირო რაღაცეების მოგონება ცარიელ ადგილზე“, - უპასუხა პუტინმა ქართველ ჟურნალისტს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13