Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ემზარ კვიციანი თბილისში დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 28 თებ.'14 / 19:41

სამართალდამცავებმა ემზარ კვიციანი, რომელიც კოდორის ხეობაში ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის მოწყობის ბრალდებით შვიდ წელიწადზე მეტი იძებნებოდა, 28 თებერვალს სავარაუდოდ მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრენის შემდეგ საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.

მას დაუსწრებლად ჰქონდა წინასწარი პატიმრობა შეფარდებული; მას შემდეგ, რაც ბოლოო დღეებში გავრცელდა ცნობები კვიციანის საქართველოში დაბრუნების  განზრახვის შესახებ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საზღვარზევე დააკავებდნენ.

კვიციანის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ის შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, რადგან ახალი ხელისუფლების პირობებში „სიმართლის დადგენის იმედი აქვს“.

გასამხედროებული ჯგუფის ”მონადირის” მეთაური ემზარ კვიციანი საქართველოდან 2006 წლის ივლისში გაიქცა მას შემდეგ, რაც მის მიერ მაშინდელი ხელისუფლებისთვის გამოცხადებული დაუმორჩილებლობის გამო ზემო კოდორის ხეობაში სამხედრო ოპერაცია ჩატარდა. ალყაში მოქცეულ კვიციანს სამართალდამცავებმა დერეფანი გაუკეთეს და გაუშვეს, ხოლო სამშობლოს ღალატის ბრალდებით მასზე ძებნა გამოაცხადეს. კვიციანი 2006 წლის 22 ივლისს დაუმორჩილებლობის გამოცხადების მიზეზად „მონადირის“ დაშლის გეგმებს ასახელებდა, თუმცა მოგვიანებით პოლიტიკური მოთხოვნებიც დააყენა.

კვიციანის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ კოდორის ხეობაზე კონტროლი აღადგინა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შტაბბინა ხეობაში გადაიტანა. ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი თბილისმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაკარგა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22