Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამოქალაქო კამპანია ‘უკონტროლო ფარული მიყურადების’ შეზღუდვის მიზნით
Civil Georgia, Tbilisi / 6 მარ.'14 / 17:06

არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ჯგუფმა ერთობლივი კამპანია დაიწყო იმ მექანიზმების შექმნის მიზნით, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს „უკონტროლო ფარული მიყურადება“.

კამპანიის, რომელიც ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, სახელწოდებაა „ეს შენ გეხება“. იგივე სახელწოდების სამოქალაქო კამპანია გაიმართა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც ამომრჩევლებისთვის მედიის უფრო ფართო ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.      

ახალი კამპანიის ფარგლებში ყურადღება  იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამახვილდება, რომელიც, არასამთავრობოების განცხადებით, დაეხმარება ეფექტური მექანიზმების შემოღებას, რათა მთავრობის მხრიდან თვალთვალი სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ სრულად მოექცეს. 

„თითოეული თქვენგანი შეიძლება იყოს იმ 21 000 აბონენტის რიცხვში, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მოუსმინოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, – აცხადებს  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე ვიდეო კლიპში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა გაავრცელა.

უკვე წლებია, რაც ფარული თვალთვალი  და პირადი მონაცემების დაცვის კუთხით არსებული ვითარება უფლებადამცველთა შეშფოთების საგანია. თუმცა ეს საკითხები შარშან განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ  მკაცრი რეგულაციების შემოღების ხელშეწყობაზე მზაობა გამოთქვა. თუმცა უფლებადამცველთა წუხილები ამ მიმართულებით კვლავაც რჩება, რადგანაც შსს-ს ახლაც აქვს ე.წ. „შავი ყუთები“ მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე, რომელთა მეშვეობითაც მას სისტემაზე პირდაპირი წვდომა გააჩნია და შეუძლია ერთდროულად ათასობით ნომრის მოსმენა განახორციელოს. 

„საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში, ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს“, – ნათქვამია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კამპანიის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით თვალთვალი განახორციელონ, მაგრამ ეს უნდა ხორციელდებოდეს უკიდურეს შემთხვევაში და ეფექტური მონიტორინგის პირობებში, „რითაც გამოირიცხება იმ პირების პირადი ცხოვრების ხელყოფა, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სამართალდამცავების მიერ გამოსაძიებელ დანაშაულთან“.

 „კამპანიის მონაწილეების მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსკვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისთვის, რომ გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ჯგუფი მოითხოვს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც პარლამენტში ერთი წლის წინ იყო ინიცირებული და რომელიც მთავრობის მიერ თვალთვალზე კონტროლის მექანიზმს გაზრდის, მათ შორის სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის გზით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11