Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის ბიძა აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს უჩივლებს
Civil Georgia, Tbilisi / 15 მარ.'14 / 12:56

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, რადგანაც მთავრობის მეთაურმა ის „კგბ–ს პოლკოვნიკად“ მოიხსენია.

14 მარტს ნიუ–იორკიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის თოქშოუსთან ინტერვიუში თემურ ალასანიამ, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გაეროში მუშაობდა, მათ შორის განიარაღების კომისიაში, განაცხადა, რომ ის აპირებს სარჩელი შეიტანოს როგორც ნიუ–იორკის, ისე თბილისის სასამართლოებში, რათა თავისი "კეთილი სახელი" აღიდგინოს და „საჯარო ბოდიშის მოხდა“ მოითხოვოს ღარიბაშვილისგან.

გასულ კვირას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების „მძიმე შეცდომაა“, როცა ისეთი „მრჩეველი“ ჰყავს, როგორიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია; პრემიერ–მინისტრმა ასევე ახსენა თემურ ალასანია და განაცხადა: „მე დავინახე, რომ სააკაშვილი მარტო არ არის იქ ჩასული. როგორც მეუბნებიან  მას  ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა [თემურ ალასანია], რომელსაც 'კარგი' წარსული აქვს, სხვათა შორის, საინტერესო წარსული აქვს იგივე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის კგბ-ს ყოფილი პოლკოვნიკია - ყოფილები, ხომ იცით, არ არსებობენ ამ სფეროში“.

თემურ ალასანიამ უთხრა „რუსთავი 2“–ს, რომ ზოგიერთ ქართულ მედია საშუალებაში მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით კამპანია მიმდინარეობს; მისი თქმით, ყურადღებას არ აქცევს ამას, მაგრამ იმის იგნორირება  არ შეუძლია, როდესაც ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურა, როგორიც საქართველოს პრემიერ–მინისტრია, ამგვარ ბრალდებას უყენებს.

მისი თქმით, იგი კერძო პირია და მიუხედავად ფართოდ გავრცელებულებული სპეკულაციებისა, რომ ის ძლიერ გავლენას ახდენდა სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მათ შორის მისი პრეზიდენტობის დროს, ალასანიამ განაცხადა, რომ „არასოდეს არავითარი რჩევები მე პრეზიდენტისთვის არ მიმიცია“.

„ეს რჩევები ჩემთვის, სხვათაშორის, არც უკითხია პრეზიდენტს“, – განაცხადა ალასანიამ, რომელმაც ასევე უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ის იარაღით უკანონო ვაჭრობაშია ჩართული და ამას „აბსურდი“ უწოდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40