Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„ეს შენ გეხება“: ღარიბაშვილის განცხადება უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანიის დისკრედიტაციას ემსახურება
Civil Georgia, Tbilisi / 1 მაი.'14 / 18:56

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის „შეურაცხმყოფელი“ განცხადების გამო, რომელიც უკონტორლო ფარული მოსმენების წინააღმდეგ მიმდინარე ძალისხმევის „დისკრედიტაციას“ ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა 1 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“, რომელიც მარტის დასაწყისიდან განახლდა და აქტიურად ლობირებს იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას, რომელიც შეზღუდავს მთავრობის შესაძლებლობებს აწარმოოს უკონტროლო ფარული მიყურადება, „ძირგამომთხრელ“ და „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ“ საქმიანობას ეწევა, რათა „შეარყიონ ქვეყნის იმიჯი“.

„საგანგაშოა პრემიერ-მინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას“ ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას. პრემიერ-მინისტრის ბრალდებები არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინიციტივების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში“, - ნათქვამია კამპანიის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში.

განცხადება ასევე მიუთითებს რამდენიმე ფაქტობრივ უზუსტობაზე, რომელიც პრემიერმა თავის განცხადებაში გააჟღერა, მათ შორის იმის შესახებ, რომ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის „ის ვარიანტი რაც წარმოადგინეს არასამთავრობოებმა, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა იყო პირდაპირი მნიშვნელობით კატასტროფის ტოლფასი“. 

„მიგვაჩნია, რომ პრემიერის განცხადება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული კამპანიის „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას და, ამით, საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორის პოლიტიზირებასა და კამპანიის დისკრედიტაციას ემსახურება“, - აცხადებს „ეს შენ გეხება“.

„აღსანიშნავია, რომ „კატასტროფული" პროექტი შარშან პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივად აქცია, ხოლო 1 თვის წინ სამმა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მოიწონა“, - აცხადებს კამპანიაში ჩართული ათობით ორგანიზაცია. 

მათივე თქმით, პრემიერის განცხადება, რომ კამპანიის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, რომ აღმოფხვრას  უკანონო მოსმენების პრაქტიკა, „დაუსაბუთებელია“, ვინაიდან კამპანიის წამოწყება განაპირობა იმან, რომ სამართალდამცავებს „არ სურდათ უარი ეთქვათ სატელეფონო საუბრების პირდაპირ წვდომაზე" და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაზე. 

„დღეს კვლავაც ვართ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები თვალთვალისა და მიყურადების განხორციელებისას იყენებენ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ  პრაქტიკას და, რაც მთავარია, თანამშრომლებს.  საგულისხმოა, რომ ჩვენ არ ვიცით არც ერთი სახელმწიფო მოხელე, რომელიც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მკაცრად დაისაჯა“, - ნათქვამია განცხადებაში.
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11