Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„რუსთავი 2“ აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 6 მაი.'14 / 12:55

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელების კაბინეტებში აუდიო და ვიდეო ჩანაწერები კეთდებოდა.   

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა 6 მაისს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ ტელეკომპანიას ორი ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა – ერთი გვარამიას კაბინეტში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული, ხოლო მეორე –  მისი მოადგილის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის კაბინეტში.     

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, გვარამიამ განაცხადა, რომ „ათობით“ სხვა ჩანაწერია გაკეთებული „რუსთავი 2“–ის შენობის შიგნით და შესაძლოა მის გარეთაც, რომლებიც „ასახავენ ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი ხასიათის საუბრების და შეხვედრების ჩანაწერებს“.

„ჩვენ შევეცადეთ ჩვენი ძალებით აღმოგვეჩინა სათვალთვალო ტექნიკა, მაგრამ ეს ვერ შევძელით. ჩვენს მიერ აღმოჩენილ იქნა მხოლოდ სპეციფიური ნახვრეტები, რომელიც ჭერში არის გაკეთებული, თუმცა ვიდეო კამერები იქ არ დაგვხვდა“, - განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2“–მა ვიდეო ჩანაწერების მოკლე მონაკვეთები გაასაჯაროვა – ერთ–ერთ მათგანში ჩანს ნინო შუბლაძე, რომელიც საინფორმაციო გადაცემის დეტალებს განიხილავს კოლეგებთან, ხოლო მეორეში ჩანს გვარამია, სადაც ის თანამშრომელთან ყოველდღიურ საქმიან დეტალებს იხილავს. ჩანაწერები სავარაუდოდ 2013 წლის ივნისში გაკეთდა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: 1. შეწყდეს ჩვენი მედიის უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება; 2. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უმკაცრესად დაისაჯონ უშუალო დამნაშავეები და ასევე ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც მიღებული აქვს უკანონო გადაწყვეტილება ან გაცემული აქვს უკანონო დავალება ან რომლისთვისაც ცნობილი იყო უკანონო ქმედებების განხორციელების თაობაზე და არ მიიღო აუცილებელი ზომები მათ აღმოსაფხვრელად; 3. მომავალში ნებისმიერი სახისა და შინაარსის უკანონოდ მოპოვებული აუდიო თუ ვიდეო მასალის ნებისმიერი გზით გავრცელებაზე და საინფორმაციო სივრცეში მათ განთავსებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა გვარამიამ. 

„ფაქტი, ბუნებრივია იყო, ძალიან შოკისმომგვრელი“, - განაცხადა ნინო შუბლაძემ, „დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები დროულად დაინტერესდებიან ამ ფაქტით და მოხდება საკმაოდ მოკლე დროში ამ ყველაფრის გამოძიება... და გავარკვევთ ვინ ახორციელებდა ამ ყველაფერს ტელევიზიაში“. 

ნიკა გვარამიამ, რომელსაც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები ეკავა, „რუსთავი 2“–ში გამართულ პრესკონფერენციაზე თავისი განცხადება მობოდიშებით დაიწყო იმის გამო, რომ მან წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფარული ჩანაწერების, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, გამოქვეყნებას ეხებოდა. 2007 წელს გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, 2008 წელს – იუსტიციის მინისტრი, 2009 წლის ბოლომდე – განათლების მინისტრი, ხოლო 2012 წლის ნოემბერში ის „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი გახდა.      

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ „წინა ხელისუფლების მანკიერ ტრადიციას დაადგა ახალი ხელისუფლებაც“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს „დაუყოვნებლივ შეისწავლონ“ ტელეკომპანიის საკითხი და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინონ სათანადო რეაგირება.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „რუსთავი-2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას 13:30 საათზე გააკეთებს. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14