Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ ფარულ თვალთვალზე „რუსთავი 2“-ის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 6 მაი.'14 / 14:25

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „რუსთავის 2“-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც ტელეკომპანიაში განხორციელებულ ფარულ თვალთვალს უკავშირდება, გამოძიება დაიწყო.

„პროკურატურა ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას და ყველა ღონისძებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს აქტიური თანამშრომლობისკენ, რათა „უმოკლეს დროში მოხდეს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების წარმომავლობის და ამ შესაძლო დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და დადგენა“.

ამ განცხადებას, დაახლოებით სამი საათით უსწრებდა, "რუსთავი 2"-ში ჩატარებული ბრიფინგი, სადაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყარომ ტელეკომპანიას ორი ვიდეო ჩანაწერი მიაწოდა – ერთი გვარამიას კაბინეტში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით გადაღებული, ხოლო მეორე –  მისი მოადგილის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის კაბინეტში. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ სათვალთვალო ტექნიკა თავად ვერ აღმოაჩინეს.  

„რუსთავი 2“-ის ოფისში, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, უკვე გამოცხადდნენ გამომძიებლები.

პროკურატურის ცნობით გამოძიება მიმდინარეობს კერძო „საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე“, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი განსაზღვრავს - ეს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული სამიდან ის ერთ-ერთი მუხლია, რომლითაც გათვალისწინებული სასჯელი პარლამენტმა გასულ კვირას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით კიდევ უფრო გაამკაცრა. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17