Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერკელი ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ს ვერ ხედავს
Civil Georgia, Tbilisi / 2 ივნ.'14 / 19:52

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი ნატოს უელსის სამიტის დღის წესრიგში იქნება და დასძინა, რომ MAP–ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი სამიტის გადაწყვეტილებებში შეიძლება აისახოს. 

2 ივნისს ბერლინში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას მერკელმა განაცხადა: „რაც შეეხება MAP–ის საკითხს, მე ვფიქრობ, რომ ის არ იქნება ნატოს მომდევნო სამიტის დღის წესრიგის საკითხი“.

„მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს; ჩვენ ასევე ვხედავთ, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ერთობლივ ძალისხმევაში, მაგალითად ავღანეთში. ნატოს მომდევნო სამიტისთვის ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ როგორ ვაღიაროთ, რომ საქართველო კარგი პარტნიორია, განსაკუთრებით ამ რთულ მისიებში და მე ვფიქრობ, რომ MAP–ის გარდა სხვა გზებიც არსებობს ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ მოვიდა დრო საქართველომ MAP–ი მიიღოს უელსის სამიტზე და იქნება თუ არა ნატოს უარი, მომდევნო ნაბიჯი გადადგას ალიანში საქართველოს ინტეგრაციისკენ, „მწვანე შუქი“ რუსეთის შემდგომი აგრესიისთვის. მერკელმა უპასუხა, რომ მას არ ჰგონია, რომ რუსეთი ნებისმიერ გადაწყვეტილებას მწვანე შუქად აღიქვამს აგრესიისთვის და დასძინა, რომ საქართველოს ძალისხმევა, რომ რუსეთთან ურთიერთობები „გააძლიეროს და მათი ნორმალიზება მოახდინოს“ „მხარდაჭერას იმსახურებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილს გერმანიაში ახლავს, განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე „სხვა გზებიც“ იქნა განხილული, რომლის საშუალებითაც საქართველოს პროგრესი შეიძლება აღიარებულ იქნას ნატოს სექტემბრის სამიტზე.  „მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა იქნება ეს“, – განაცხადა მან.

„ერთი რამ არის უეჭველი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აუცილებლად ადეკვატურად იქნება აღიარებული და აღნიშნული უელსის სამიტზე. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ მოგვცა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

გერმანია ნატოს იმ წევრებს შორის იყო, რომლებიც 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების წინააღმდეგ  იყვნენ.

ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა უარი თქვეს საქართველოსთვის MAP–ის შეთავაზებაზე, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ოდესმე მომავალში. თუმცა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ MAP–ი მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს „წევრობისკენ მის პირდაპირ გზაზე“; მინიშნება MAP–ის ფაზის გავლის საჭიროებაზე ალიანსში გაწევრიანებამდე ასევეა გაკეთებული ნატოს შემდგომ გადაწყვეტილებებში საქართველოსთან მიმართებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34