Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა ღარიბაშვილი ანექსიის თემაზე გაკეთებული განცხადებების გამო
Civil Georgia, Tbilisi / 13 ივნ.'14 / 12:43

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი BBC-ის ეთერში გაკეთებული იმ განცხადების გამო, რომელშიც მან თქვა, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიაში დაინტერესებული არ არის და განაცხადა, რომ პრემიერი ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ასპარეზზე დაცვას ვერ ახერხებს.

ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი თვითკმაყოფილი ჩანდა, თითქოს საქართველოს ყველა პრობლება უკვე მოგვარებული ჰქონდეს რუსეთთან.

„მას არ უხსენებია არცერთი პრობლემა - არც ოკუპაცია, არც დევნილები, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და მთავარი გზავნილი ჰქონდა, რომ არიან ძალიან მაგრები და მოაგვარეს პრობლემა რუსეთთან. იმის ნაცვლად, რომ უკრაინის, კერძოდ ყირიმის კრიზისის ფონზე, ჩვენი ქვეყნის პრობლემები არ დაივიწყოს მსოფლიომ, პირიქით გზავნილი ჰქონდა და გაემიჯნა ამ გამოცდილებას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა რუსეთისთვის ოკუპანტი ძალა ეწოდებინა და მისი დაყვავება მხოლოდ ზიანს მოუტანს საქართველოს ინტერესებს და უბიძგებს რუსეთს იგივე გაუკეთოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, რაც მოსკოვმა ყირიმს გაუკეთა.

პრემიერ-მინისტრმა ამ კრიტიკისადმი საპასუხოდ ერთი დღის წინ ნათქვამი გაიმეორა, რომ რუსეთი, მისი აზრით, არ არის დაინტერესებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ანექსიაში.  

„ჩემი თითოეული განცხადება, თითოეული ქმედება არის მორგებული სახელმწიფო ინტერესებზე... ჩვენი თითოეული სიტყვა არის ასჯერ გაზომილი და  გამიზნული იმისათვის, რომ სახელმწიფო გაძლიერდეს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 12 ივნისს.

„მე ნაკლებად მაინტერესებს რას იტყვიან ჩვენი ოპონენტები, მე მაინტერესებს რას იტყვის ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

„ერთი რეალობაა, რომ ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, მაგრამ მეორე რეალობა არის ის, რომ... რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი რეგიონის ანექსიით. ეს არის რეალობა და ამაზე დამატებითი აჟიოტაჟის ატეხვა, მე მგონი, საჭირო არ არის“, - დასძინა მან. 

ამ საკითხის კომენტირებისას, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 12 ივნისს, რომ რუსეთი „ჩაატარებს თუ არა ანექსიას, ეს მამა ღმერთმა არ იცის ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება იღება ერთადერთი კაცის მიერ - ეს არის პუტინის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ვერც ჩვენს პრემიერს, ვერავის, ყველაზე დიდ სადაზვერვო ორგანიზაციებსაც კი არ ექნებათ ამის შესახებ ინფორმაცია“.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიესალმა რუსეთის მიმართ პრემიერ-მინისტრის არაკონფრონტაციულ რიტორიკას, თუმცა დასძინა, რომ საუბრის ეს ტონი ცარიელ სიტყვებად დარჩება, თუ საქართველოს და რუსეთის ლიდერებს შორის მაღალი დონის შეხვედრა არ გაიმართება. მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის გარეშე რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე გარღვევის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8