Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალმა პარლამენტმა თავმჯდომარე აირჩია
Civil Georgia, Tbilisi / 24 ივნ.'14 / 12:19

ანატოლი ბიბილოვი, რომლის პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ 8 ივნისის არჩევნების შედეგად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა, ორშაბათს ახალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩიეს.  

ბიბილოვს, რომლის პარტიამაც 34–წევრიან პარლამენტში 20 ადგილი მოიპოვა, მხარი 30-მა დეპუტატმა დაუჭირა 3–ის წინააღმდეგ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

"ერთიანი ოსეთის" წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთი წამყვანი თემა რუსეთში შესვლა იყო; პარტია ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვისკენ მოუწოდებდა.

„ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს ლოზუნგებზე,“ – განუცხადა ბიბილოვმა „იტარ–ტასს“ 23 ივნისს, „ეს საკითხი რეფერენდუმზე დადგება, მაგრამ ამ საკითხში სრულად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მოქმედებაში მოსული პარლამენტი უნდა ჩაერთოს“.

კიდევ სამი პარტია, რომელთაც ასევე მოიპოვეს მანდატები სეპარატისტული რეგიონის პარლამენტში, არიან: ხალხთა ერთობა, რომელსაც ჯავის რაიონის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქელეხსაევი ხელმძღვანელობს (6 ადგილი); ხალხის პარტია და ნიხასი (4 ადგილი თითოეულს).

ახალი საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელ სხდომაზე გამოსვლისას, სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა პრიორიტეტებს შორის სამხრეთ ოსეთის „რუსულ სივრცეში შემდგომი ინტეგრაცია“ დაასახელა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოსკოვის ურთიერთობებს კურირებს, ცხინვალში ორდღიანი ვიზიტით 23 ივნისს ჩავიდა, იტყობინება „რესი“.

23 ივნისს სურკოვი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ასევე შეხვდა სეპარატისტული რეგიონის ახლად არჩეულ დეპუტატებს.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20