Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ მიესალმება ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებებს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან
Civil Georgia, Tbilisi / 27 ივნ.'14 / 20:53

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა მიულოცა და განაცხადა, რომ აშშ მათ გვერდით იდგება „საკვანძო რეფორმების განხორციელების პროცესში“.

„დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ ქვეყნების ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისა და გამთლიანებული, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის გეგმის განხორციელების გზაზე“, – აღნიშნა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა თავის განცხადებაში. 

„საქმე მხოლოდ ის როდია, რომ აღნიშნული შეთანხმებები ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს ევროკავშირის ერთიან ბაზართან დააკავშირებს და მათ სავაჭრო და ფინანსურ დახმარებათა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. დღეს მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ გამოთქვეს მზადყოფნა, გაატარონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმები, რომელიც მათ გააძლიერებს და აქცევს უფრო ძლიერი დემოკრატიის ქვეყნებად“, – განაცხადა მან.

„გავაგრძელებთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხოლოდ ამ სუვერენულმა სახელმწიფოებმა და არავინ სხვამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელია მათი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის განმტკიცების საუკეთესო გზა. აპლოდისმენტები მათ იმ მძიმე შრომისა და მონდომებისათვის, რის შედეგადაც ისინი აქამდე მოვიდნენ. ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით საკვანძო რეფორმების განხორციელების პროცესში, რამაც ამ ქვეყნებში წელგამართული, სტაბილური და დემოკრატიული საზოგადოებები უნდა ააშენოს“, – განაცხადა ჯონ კერიმ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის დახმარების კოორდინატორმა დანიელ როზენბლუმმა განაცხადა, რომ ევროპასა და ევრაზიაში 2015 წლისთვის აშშ-ის მიერ გასაწევი დახმარების მთლიანი მოცულობის ერთ-მესამედზე მეტი, რასაც დეპარტამენტი კონგრესისგან  ითხოვს, საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის არის განკუთვნილი.

წარმომადგენელთა პალატის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტისთვის წარდგენილი მოხსენების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელახლა გადახედა თავის დახმარების პროგრამებს ამ ქვეყნების მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც ისინი ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელებისთვის ემზადებიან.

„საქართველოს და მოლდოვას მიმართ ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი მიზნად ისახავს რეფორმების მხარდაჭერას  დემოკრატიის, ეკონომიკის, კანონის უზენაესობის და სხვა სფეროებში, რომლებიც შეესაბამება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებს“,  - ნათქვამია მოხსენებაში, „ბევრი პროგრამა, პირდაპირ თუ ირიბად, მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას: სტანდარტების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას, რამაც საშუალება მისცა მოლდოვას 28 აპრილს ვიზების ლიბერალიზაცია მიეღო და იმავე მიზნისკენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას; საქართველოს და მოლდოვას ბიზნესების დახმარებას, რომ მათ  ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტები დაიცვან და გაზარდონ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა; მაღალი დონის დიალოგების გამართვას ვაჭრობასა და ინვესტიციებზე; იმ გზების მოძიებას, რომ დახმარება მიიმართოს ორივე ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერებისკენ დივერსიფიცირების და უფრო მეტი ეფექტურობის გზით“. 

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე მიესალმა ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას და განაცხადა 27 ივნისს, რომ „ეს ხელს შეუწყობს ევროპაში თავისუფლების, სტაბილურობის და კეთილდღეობის გაძლიერებას“.

„ისინი [შეთანხმებები] დაეხმარება ახლო თანამშრომლობას კანონის უზენაესობის გაძლიერების, სასამართლო რეფორმების განხორციელების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ეს ის მიზნებია, რომელთაც ნატო იზიარებს და მხარს უჭერს ამ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან საკუთარი პარტნიორობის გზით“, – განაცხადა რასმუსენმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41