Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიგი უგულავას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს
Civil Georgia, Tbilisi / 30 ივნ.'14 / 16:09

გიგი უგულავას, თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 30 ივნისს განაცხადა, რომ დედაქალაქის მერად მუშაობის პერიოდში უგულავამ 2009 და 2011 წლებში თბილისში პარკირების მომსახურების გამწევ „სი-თი პარკს’’ „კანონთან შეუსაბამო ბრძანების“ საფუძველზე  „არამართლზომიერი უპირატესობა“ მიანიჭა ჯარიმებიდან შემოსული თანხის გადანაწილების სქემაში დამატებითი შეღავათების დაწესებით, რითაც „კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით“.

უგულავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ორშაბათს დაკითხვაზე იმყოფებოდა; მას ბრალი დაკავების გარეშე წაუყენეს.

საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორიგი „აბსურდული“ და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება იყო მის წინააღმდეგ.

დაკითხვის წინ მან განაცხადა, რომ მისი დაბარება იყო მთავრობის მიერ გამოცხადებული იმ მორატორიუმის დარღვევა, რომლის ფარგლებშიც არჩევნებში ჩართული პირების მიმართ კამპანიის პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეჩერდა. 

ნაციონალური მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ორშაბათს საღამოს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, რომლის სლოგანიც, პარტიის თქმით, იქნება „ევროპაში პოლიტიკური დევნის გარეშე“.

უგულავას წინააღმდეგ უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმეზე 2013 წლის თებერვალში წარდგენილ ბრალდებებზე.

ამასთან, დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. ამ ბრალდების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შემდეგ უგულავამ  სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა თავისი შუამდგომლობა უკან გამოიტანა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20