აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის „შეშფოთებულია“ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო.
„კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი დემოკრატიულ საზოგადოებაში და რომ სამართლებრივი სისტემა პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღად არ უნდა იქცეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ და მასთან დაკავშირებულ სხვა საქმეებს და კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების და კანონის უზენაესობის ზედმიწევნითი დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.