Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერებას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 31 ივლ.'14 / 12:13

რუსეთის მთავრობა დადგენილების მიღებას აპირებს, რომლითაც 20 წლის წინ საქართველოსთან ხელმოწერილი ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეჩერდება.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს მიერ ივნისის ბოლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა.

რუსეთის მთავრობის დადგენილებაში, რომელიც დამტკიცებამდე საბოლოო პროცედურებს გადის, ნათქვამია: „მიღებულ იქნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოთავაზება, რომელიც შეთანხმებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან 1994 წლის 3 თებერვალს რუსეთის ფედერაციის და საქართველოს მთავრობებს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე“.

7 ივლისს ქართველ და რუს ტექნიკურ ექსპერტებს შორის პრაღაში კონსულტაცია გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციური გავლენის თაობაზე რუსეთ–საქართველოს ვაჭრობაზე. შეხვედრას თბილისმაც და მოსკოვმაც „კონსტრუქციული“ და „სასარგებლო“ უწოდეს.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირთან აუცილებლად ექნება ზეგავლენა რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობაზე, თუმცა ამ საკითხს დეტალური შესწავლა სჭირდება, მათ შორის საბაჟო გადასახადების კონტექსტში, რათა თავიდან იქნას აცილებული „ნეგატიური სიურპრიზები“.

„ვფიქრობ, რომ არ არის იმის საჭიროება, რომ წინასწარ რაიმე ზომებით და სანქციებით დავემუქროთ ან საკუთარ თავს, ან პარტნიორებს; საჭიროა, რომ დავსხდეთ მშვიდად, ურთიერთპატივისცემით და დეტალურად დავიანგარიშოთ, თუ რომელ სფეროებში და რა მასშტაბით შეიძლება მოხდეს ცვლილებები ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ“, – განაცხადა კარასინმა 9 ივლისს.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ 9 ივლისს, რომ „რაიმე განსაკუთრებული დრამატული ცვლილებები ჩვენ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში მოსალოდნელი არ არის“.

 2014 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან 35.4%–ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძირითადად რუსეთში ქართული ექსპორტის 3.5–ჯერ ზრდის წყალობით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14