Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი ‘შეშფოთებით აკვირდება’ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას
Civil Georgia, Tbilisi / 31 ივლ.'14 / 13:46

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის „შეშფოთებით აკვირდება“ პროკურატურის მიერ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას.

„იმ დროს, როდესაც არავინ დგას კანონზე მაღლა, სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში გამჭირვალე, თანაზომიერი, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი უნდა იყოს და მკაცრად უნდა იცავდეს შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ და სხვა სამართლებრივ პროცედურებს ყოფილი მთავრობისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა 31 ივლისს გაავრცელა.

„ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა სულ რაღა ორი კვირის წინ მოახდინა, ავალდებულებს საქართველოს, რომ დაიცვას საერთო ღირებულებები, მათ შორის პატივი სცეს კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის პრინციპებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს ქართულ პოლიტიკაში, უკან მოიტოვონ წარსულის კონფლიქტები და ქვეყნის მომავალზე მოახდინონ ფოკუსირება. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ამას სჭირდება შორსმჭვრეტელი ხელმძღვანელობა, რომელიც მზად იქნება, რომ გასცდეს პოლიტიკის პოლარიზების დამკვიდრებულ პრაქტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33