პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 31 ივლისს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები იქნება „ობიექტური და გამჭირვალე“.
„რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭირვალე და ობიექტური. მე გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით და არ მსურს დამატებითი კომენტარი გავაკეთო“, – განაცხადა მან.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნებს დაესწრო, რომელშიც საბრძოლო ტანკები, მოიერიშე თვითმფრინავები და საარტილერიო სისტემები იყო ჩართული.
„ჩვენი გმირი ჯარისკაცების ყურების შემდეგ... მე არ მინდა, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილზე გავაკეთო რაიმე კომენტარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „მას გასცემს ობიექტური გამოძიება პასუხს“.