Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რასმუსენი: არსებითი პაკეტი საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოამზადებს
Civil Georgia, Tbilisi / 5 სექ.'14 / 17:28

ნატო საქართველოსთვის „არსებით პაკეტზე“ შეთანხმდა, რომელიც ქვეყანას ალიანსში წევრობისთვის დაეხმარება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის ლიდერთა სამიტის მეორე დღეს, 5 სექტემბერს უელსში.

„არსებობს პარტნიორი ქვეყნების ერთი ჯგუფი, რომელთაც სპეციალური ურთიერთობები გააჩნიათ ნატოსთან, ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებას, როცა დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს... ნატოს კარი ღია რჩება. თითოეული ქვეყანა კვლავაც შეფასდება  მისი დამსახურების მიხედვით და არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტო ნატოს გაფართოებაზე“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

„თითოეულ ასპირანტს სხვადასხვა სფეროებში თავისი სამუშაო აქვს შესასრულებელი და ჩვენ მათ საჭირო დახმარებას გავუწევთ“, - განაცხადა რასმუსენმა, „ჩვენ საქართველოსთვის ღონისძიებათა არსებით პაკეტზე შევთანხმდით... რაც დაეხმარება საქართველოს წინ წაიწიოს ნატოს წევრობისთვის მზადების გზაზე“.

გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ პარტნიორებს და მათ შორის საქართველოს შესთავაზონ „თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა“, რომელიც დაეხმარება ალიანსს დიდი რაოდენობის საბრძოლო ძალების განთავსების გარეშე უზრუნველყოს სტაბილურობა ადგილზე.

„ეს ეფუძნება იმ დიდ გამოცდილებას რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყნებისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების რეფორმირებაში დახმარების გაწევის კუთხით“, - განაცხადა რასმუსენმა, „ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობაზე დაყრდნობით და მათი თხოვნის შედეგად, შევთანხმდით, რომ ეს ინიციატივა გავავრცელოთ საქართველოზე, მოლდოვასა და იორდანიაზე“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ასევე იმ ხუთ ქვეყანას შორის არის, რომლებიც ნატოსთან თანამშრომლობის „გაზრდილ შესაძლებლობებს“ ესწრაფვიან. დანარჩენი ოთხი ქვეყანაა ავსტრალია, ფინეთი, იორდანია და შვედეთი.

„ამ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობა იმ პროგრესის აღიარებას წარმოადგენს, რომელსაც საქართველომ ნატოსთან ურთიერთობებში მიაღწია. საქართველოს სურს უფრო მეტად გააუმჯობესოს ნატოს ძალებთან თავსებადობა“, - განაცხადა რასმუსენმა.

„საქართველომ უკვე გადადგა შესანიშნავი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მაგრამ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს და მოხარული ვარ, რომ საქართველომ მიიღო მიწვევა ქვეყანათა იმ შერჩეულ ჯგუფში მონაწილეობაზე, რომელთაც განსაკუთრებით ახლო ურთიერთობები სურთ ნატოსთან. ამდენად, ეს არის მკაფიო პოლიტიკური დემონსტრირება, იმ პროგრესის აღიარება, რასაც საქართველომ მიაღწია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასევე არის ძალიან კონკრეტული განზომილება, რომ საქართველოს ამ ჯგუფში მონაწილეობა გაზრდის საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატოსთან“, - განაცხადა რასმუსენმა.

ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის  წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი არ შევიდოდა და სანაცვლოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ „არსებითი პაკეტი" მოემზადებინათ, რომელიც თბილისს ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.

ატლანტიკური საბჭოს მომავალ ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში 4 სექტემბერს უელსში გაიმართა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ალიანსის მიერ შემოთავაზებული საწვრთნელი ცენტრი, რაც არსებითი პაკეტის ნაწილია, „იქნება სამხედრო სწავლების ადგილი, სადაც ნატოს წევრები და პარტნიორები გაიწვრთნებიან“.

„რამდენიმე წინადადება არსებობს - ჩვენ უკვე გვაქვს კრწანისის სასწავლო ცენტრი, რომელიც წლებია ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ქართული ჯარების მომზადებისთვის გამოიყენება; აქ, თითქმის, 12 000 ქართველი ჯარისკაცი მომზადდა ავღანეთისა და სხვა მისიებში განთავსების წინ. ჩვენ ამაში მეტ ინვესტიციას ჩავდებთ“, - განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს პაკეტი საბოლოო სახეს მიიღებს, მომზადდება განხორციელების გეგმა. ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მის შესრულებას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ გაუწევს ზედამხედველობას. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24